მდინარაძე: ნაზი ჯანეზაშვილს იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

"ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო  ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან  მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი.  ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  ისეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს.  შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე",- განაცხადა მდინარაძემ.


მისივე თქმით, კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, თუნდაც ერთი დიპლომი წარმოედგინათ იმ ინსტიტუტის, რომელიც შალვა თადუმაძის არგუმენტით, 2003 წლამდე საგადასახადო რეესტრში იყო დაფიქსირებული შემოკლებით, როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.


"მე დავპირდი საზოგადოებას, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები. გუშინვე  მე და ანრი ოხანაშვილმა გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე  დაამთავრა ეს ინსტიტუტი და მის დიპლომში 2002 წელი ფიქსირდება. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი. ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი არ გვქონდა. მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო კანდიდატი და შემდეგ იყო მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ.  ჩვენთან ერთად  ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი", - აღნიშნა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.


 


დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა.

ჩინურმა კომპნიებმა ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა. 

თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო.

მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების დელეგაციებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

კალაძე: სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს და დაუშვებელია ჩვენი სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საკალთბურთო ნაკრებს სერბეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.

„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან გადავარდნილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ

სამი წლის გოგონა, რომელიც ბორჯომში სასტუმროს მეორე სართულის აივნიდან გადავარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.