რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო - რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.


გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ, და სხვა სტუმრებმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე.


თავის გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა, უახლოს მომავალში, ორი ქვეყნის ურთიერთობები აყვანილ იქნას სტრატეგიულ დონემდე.


ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასამდე ვიზიტორი, მათ შორის, რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 24 ოქტომბრის ჩათვლით.


აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI - ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა.




 


ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული

„ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით პირველად იმყოფება.

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის  საუკეთესო სათხილამურო მიმართულება ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე: ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველს" უხელმძღვანელებს

დღეიდან, ტელეკომპანია "პირველსინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს.

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

თსუ-ში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

17ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ფილმის "უნიკალური ქართული გემო" ჩვენება გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს.

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას ფეიკპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს

პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ეთერში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

17 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

 

გიორგი ვოლსკი: მამუკა ხაზარაძემ კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის "ნაცმოძრაობისეული" მეთოდიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

ლარი 0.38 თეთრით გამყარდა

16 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.38 თეთრი შეადგინა.
 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 
ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

თბილისის ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალი ტექნიკა დაათვალიერეს.