თავდაცვის სამინისტრო, უწყების საჯარო მოხელეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უწყების საშტატო
ნუსხით დამტკიცებული ყველა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო
ნუსხით დამტკიცებული ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა ("პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა
და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ" 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).


შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაკავებელ პოზიციებზე 2019 წლის ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.


ამასთან, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხით განსაზღვრული პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების სამუშაოთა ანალიზი, რომლის მიზანი იყო თითოეული სამუშაოს დეტალური შესწავლა და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის იდენტიფიცირება.


სამუშაოთა ანალიზის პროცესში, თანამდებობრივი მოვალეობების შეფასების ანალიტიკური მეთოდით
(ფაქტორული სქემით), ასევე დადგინდა თანამდებობათა შეფასების ფაქტორებისა და კრიტერიუმების წონები და კრიტერიუმების აუცილებელი დონეები.


სამუშაოთა ანალიზის შედეგად, ფაქტორული სქემით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, აუცილებელ უნარებს,
თანამდებობის გავლენასა და სხვა პარამეტრებს, გამოთვლილი იქნა თანამდებობათა ფარდობითი ღირებულება და სახელფასო კოეფიციენტი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი" - დანართი (1)-ის შესაბამისად", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შსს: პარლამენტთან აქციაზე, დაახლოებით, 5500 მოქალაქე იმყოფებოდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას

„სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წყალტუბოში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ხანძარია.

მერაბ ქვარაია: თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს

"სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა  პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა.

სიმონ ნოზაძე: რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!

„რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: სტრატეგიული ამოცანაა, ოპოზიციის ერთიანობა არ დაიშალოს

„30 წელიწადია ვდგავართ აქ და  თუ ცოცხალი ვიქნები კიდევ 30 წელიწადი დავდგები იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაშალა

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის გვერდით შესასვლელთანაც გაშალა.

 

 
ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა მდინარაძე: თუ აქციაზე იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, სახელმწიფო მას კანონს დაუპირისპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო, პარლამენტის პიკეტირებას და მთავრობისთვის მუშაობისთვის ხელის შეშლას არ დაუშვებს.

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.