პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

პაშა ბანკმა პარტნიორებისა და თანამშრომლების სახელით, ორგანიზაციას მშენებლობისთვის  5 000 ლარი გადაურიცხა.


 „პირველი ნაბიჯი“ 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.


პაშა ბანკისა და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“ (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.


2018 წელს პაშა ბანკმა „პირველ ნაბიჯს“ აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.


„პირველი ნაბიჯი 21 წელია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „პირველი ნაბიჯის“ და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია, გრძელდება. ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს“. - განაცხადა „პირველი ნაბიჯის“ დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.


„პაშა ბანკი განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში  საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები ფონდთან „პირველი ნაბიჯი“ თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად“. - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.


პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 


კენეტ იალოვიცი: საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის განცხადებით, საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯებს უკან დგამს. 

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

2019 წლის 18 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ისწარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან.

ცანა-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ცანა-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ხვალ რომ არჩვენები ტარდებოდეს ვის აირჩევდა მოსახლეობა - IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებუსლი კვლევის თანახმად ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" ხმათა 23 - % მიიღებდა, ენმ - 15%.

რუსთაველის გამზირზე, სულ, 37 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მესტიაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება

“2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ნინო ლომჯარია: კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად მსჯელობის განახლებას მხარს ვუჭერ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. 

არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.