ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ახვლედიანმა და საბჭოს წევრებმა დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის მიცემული ვადა დღეს, 15 ოქტომბერს, 18:00 საათზე იწურება.


"მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა გამოეცხადებინა პროექტისთვის იმისთვის, რომ ის წარმატებულად განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. ამის მაგივრად მთავრობამ, ფაქტობრივად, ამ პროექტის საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის მანძილზე. ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, ურთულეს ვითარებაში, რაშიც გვიწევდა მუშაობა, შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, მოგვეძია 2 მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდა. ერთი ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და მეორე ამერიკული ჯგუფი. პირველს მთავრობამ პირდაპირ დაუფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ პროექტში მათ მონაწილეობას რადგან ისინი არ იყვნენ დასავლელი ინვესტორები, მაშინ როცა ინვესტორი მთავრობისგან ღია მხარდაჭრას ითხოვდა. ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ჯგუფი, რომელმაც მთავრობისგან წერილობითი ფორმით მოითხოვა მხარდაჭერა. ამის შესახებ შევატყობინეთ მთავრობას, მაგრამ ეს წერილი არ მიუვიდა ადრესატს, ასე ვთქვათ, ამ ფონდს", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.


მისი თქმით, მთავრობის მხრიდან საბოტაჟის კიდევ რამდენიმე ფაქტი იყო, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარდგენა და ფოთის პორტის სასარგებლოდ მაისში გაცემული ნებართვა, რამაც ინვესტორებში მთავრობის მხარდაჭერის მიმართ სერიოზული კითხვები გააჩინა. 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება.


აღნიშნული ვალდებულებებიდან ერთი პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულების, ხოლო მეორე საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებების წარდგენას გულისხმობს.


ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ. 

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორაციული ბანკია საქართველოში, რომელიც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

თბილისის ცენტრალური გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. რუსთაველზე აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მათგანმა ღამე გაათენა. 

ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა

ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლეს. 

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.

ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ დღეს გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, დღეს გახდება ცნობილი. 

ადამ კიზინგერი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

დევიდ კრამერი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგეგბლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. 

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი კვირიკაშილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს

"წადი, წადი" - ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებმა სოლოლაკში, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის სახლთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა კი, აქციის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაწყვიტა.

 
"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.