დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ.მ. და ამავე ჯგუფის ზეინკალი თ.ტ, რომლებსაც კორპუსის მცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენობით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, სრულყოფილად შეემოწმებინათ, როგორც მთლიანი სადარბაზო, ისე თითოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსი.


 ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ.მ-მ და თ.ტ-მ ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად  ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ორ საათში კი, გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ვ.მ. და თ.ტ.  2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. და თ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ლევან კობერიძე არჩილ თალაკვაძეს: ნაკლებად ვთხოვოთ მანდატურებს, დეპუტატებს და ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინონ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ბიუროს სხდომაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

გამომძიებელი: ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა“, - ამის შესახებ საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.

ლარი 1.4 თეთრით გაუფასურდა

16 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8787 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8647 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.40 თეთრი შეადგინა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ყოველთვის გაგაძევებენ ცივილიზებული ფორმატიდან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს პატიმრების სისხლში ხელი აქვთ გასვრილი, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, პატიმრების უფლებების დაცვაზე ისაუბრონ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ეს ადამიანები წელიწადში 340-ზე მეტი პატიმრის გარდაცვალებას დუმილით ხვდებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს

ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.

რა იყო შალვა ნათელაშვილის ვაჟის მოსკოვში ვიზიტის მიზეზი?

აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტკური პარტიების საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. გასულ წელს წარმომადგენლობით შეხვედრას რუსეთის ფედერაციამ უმასპინძლა.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა.

ახალი Toyota RAV4 „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს.

"თითს ნუ მიქნევ" - ბიუროს სხდომაზე თინა ბოკუჩავა და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ. 

პროკურორი: „განზრახი დანაშაული სახალხო დამცველის აზრითაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ჩვენ სწორედ განზრახ დანაშაულს ვედავებით ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა.

ბექა დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატს მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი ოპოზიციის ახალ საარჩევნო კანონპროექტზე: ასეთი მოდელი ერაყშიც ვერ ფუნქციონირებს წარმატებულად

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიციის კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი საარჩევნო მოდელი არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ მოქმედებს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

18 დეკემბერს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

სვიმონ ჯანგულაშვილი: გვახარიას ლაიქებსა და აღიარებაზე დახამებულ, პირველხარისხოვან კომპოზიტორ მიკა მდინარაძეს აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში არაფერი შეგვიცვლია

ვისაც ეს პირველხარისხოვანი კომპოზიტორი - მიკა მდინარაძე გყავთ სამეგობროში, აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში ჩვენ არაფერი შეგვიცვლია,- ამის შესახებ სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ერეკლე კუხიანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: თუ ახსნას ითხოვ, რაღას მემიჯნები?!

თბილისის საკერებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას პრეტენზიას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართ.