თამარ ჩუგოშვილი: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური ხმების მიღება.

„2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი. ჩვენი ამოცანა, ისევ როგორც ყველა სხვა პარტიის, არის მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვნებელი გავაუმჯობესოთ იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება, უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი ბევრი იქნება.
„მთელი ზაფხული და შემოდგომა გავატარეთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე. ის მოთხოვნები და მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს, ვცდილობთ მაქსიმალურად აისახოს ბიუჯეტი. ეს შეხვედრები იყო კარგი შესაძლებლობა უშუალოდ დავლაპარაკებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენ თვითონ მოგვესმინა რა მოლოდინები აქვთ. ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და ყოველ წელს ასე უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


 


შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“ და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ, მოხდა როდესაც მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციის ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

 

ჯივიპი გლდანის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 18 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მე-2 მიკრორაიონის N36-ე კორპუსის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კურორტ აბასთუმანს და მიმდებარე სოფლებს გაზი არ მიეწოდება

დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა.

თბილისში „პატრიოტთა ალიანსისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან შემოუერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ. 

 

საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს

15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და ასევე რესპუბლიკის მოედანზე ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 18 ნოემბერს "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. 

კახა კალაძე: ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში

„დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

 

პროტესტის მე-3 დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. 

ბოკერია ე.წ. გერმანულ მოდელზე: უტიფარი სიცრუეა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება",- ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია. 

ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 

ირმა ინაშვილი: ჩვენი შეკრებით ხვალ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას გავაპროტესტებთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მრავალაათასიანი აქცია დაანონსა.

დავით უსუფაშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე: კონსტიტუციასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის

„ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია.