რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ვინაიდან გუშინ, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.


მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის  მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.


საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან არაერთხელ, ხოლო ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა",- ნათქვამია განცხადებაში.


ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები.


"შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე. საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება. იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას",- ნათქვამია განცხადებაში.


ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.

ევროკავშირის ელჩი: ვაგრძელებთ ზეწოლას, რათა დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს

"ვაგრძელებთ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს და ზეწოლას ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად",- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

გოგი მეშველიანი: ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, - ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას იყოს კონსტრუქციული

Euroactiv-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების იდეებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. 

დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დღეში 3 საათზე მეტი აღარ იქნება 

კანონში შესაძლოა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დაზუსტდეს. ცვლილებას "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი მისინი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

 

ვახტანგ ხარჩილავა: ივანიშვილი აშენებდა და აშენებს, თქვენ ანგრევდით და ანგრევთ. მას შემოჰქონდა, თქვენ გაგქონდათ და გაგაქვთ

„საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წელი და 6 თვე მიესაჯა

ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარუდგინა.

რომელი საგნის ტესტში შევა ცვლილებები 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა.

 

ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ?

„ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ? მანამდე კი ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა ბერკეტი რუსეთს ჩაუგდეთ ხელში,- „საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

მაია ცქიტიშვილი EBRD - ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების ტრენინგში სოფლის მეურნეობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა  მონაწილეობა მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში, ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა. 

 

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

„მაინც დაგაბოქლომებთ“ - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან  სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. 

პასუხი ღია წერილზე ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარე ინიციატივების თაობაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.

რა შემთხვევაში აეკრძალება ადამიანს ორ სამსახურში მუშაობა 

დასაქმებულებს შესაძლოა 2 სამსახურში ერთდროულად მუშაობა აეკრძალოთ.

 
საქართველოს ელჩი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლბიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა  რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, თეოდორ მელეშკანუსთან  შეხვედრა გამართა.  

ირაკლი მეზურნიშვილი: პროცენტების აწევა ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს

„პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს“, ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

დავით სონღულაშვილი: ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს

„ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა. 

გენადი მარგველაშვილი, შესაძლოა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენადი მარგველაშვილმა, შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.