კახა კალაძე: ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა, როგორც ბურჭულაძემ დაამთავრა

ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა,-ასე უპასუხა კახა კალაძემ "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა დადებითი კუთხით შეეფასებია, რადგან ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა მამუკა ხაზარაძემ ობიექტურ კრიტიკას ტყუილები და ცილისწამება არჩია.

"ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება - დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. აი, ეს არის რეალობა. რაც შეეხება "პროგრეს ბანკს", ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ბანკში განპირობებული იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მოტივით, რომ გადაერჩინა ბანკი იმ თაღლიღებისა და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, "ქართუ" და "პროგრეს ბანკი", რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით. სცადეს მისი გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინება, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, "ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს მართლაც ასეც მოხდა".

"სხვა არანაირი შეხება მას ბანკთან არ ჰქონია, საერთოდ. ახლა, ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, "თიბისი ბანკის" მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ მაგალითად სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან "პროგრეს ბანკს" კავშირი არ ჰქონია. მეორე, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი",- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, "სამწუხაროდ, სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას".

"განცხადებები, რასაც ვისმენთ ხაზარაძის მხრიდან, საოცრებაა. ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან, მაგრამ მცდარია ეს შედარებები. როდესაც ახალი პოლიტიკოსი შემოვიდა, ვიფიქრე რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის მისასალმებელი იყო. სამწუხაროდ, სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო- როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა.  არ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძეს 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია",- განაცხადა კახა კალაძემ.

"მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "პროგრეს ბანკის" საშუალებით რამდენიმე მილიონი გათეთრდა. ხელისუფლების ოპონენტები პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.


ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა და მოერიდონ დაძაბულობის ესკალაციას

„მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი ნეგატიური მოლოდინი იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩრ. რაინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, სადაც შეხვედრა გამართა ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტთან, ანდრე კუპერთან.

ანდრია გვიდიანი: არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, რაც რუსთაველზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი რუსთაველის გამზირზე მომდინარე მოვლენების ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის თაობაზე საუბრობს.

გურჯაანის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა.

ავსტრიაში მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ქართული საღამო გაიმართა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საღამო, რომელიც მიეძღვნა ამავე უნივერსიტეტის ხალხური და ეთნო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს.

გლდანში, ე.წ თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და  თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის და განთავსების ფაქტები გამოავლინეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ელჩი ალთინგის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ალთინგის თავმჯდომარე სტაინგრიმურ სიგფუსონთან.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის "სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის" (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების შექმნის საფრთხე.

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სოსო არჩვაძე: არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ლარის კურსზე ზეგავლენაზე საუბრობს.

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე, ვარკეთილიდან სადგური მოედნის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა შეჩერებული იყო. 

აქციის დაშლისას დაკავებული პირების ნაწილის პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო.

არჩილ თალაკვაძე: რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია და არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის. 

რჩევები ავტომფლობელთათვის - მოამზადეთ ავტომობილები ზამთრისთვის

სპეციალისტები ავტომფლობელებს ურჩევენ, ტემპერატურის კლებისთანავე შეცვალონ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.  

მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვას გამორიცხავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას "ნაციონალური მოძრაობის" უკან, ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" უკან არ დადგა, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ფიასკოს საფუძველი გახდა. 

ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

„ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.