გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე: ეს ინსტიტუტზე შურისძიებაა, მე არაფერი მემუქრება

ეს არის ინსტიტუტზე შურისძიება. აქ არ არის გიორგი მარგველაშვილზე საუბარი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის,- ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას.

"ეს არის ინსტიტუტზე შურისძიება. აქ არ არის გიორგი მარგველაშვილზე საუბარი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის, არც პრემიერ-მინისტრი ამ ქვვეყანაში არავინ არ არის, ამის იდეოლოგიზაცია ხდება. ამ პოლიტიკური საუბრების განმავლობაში ვეთანხმები ბატონ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება. რაც არ მგონია, რომ ასეთივე პოზიტივი ჰქონდეს ბევრ მათთაგანს, გაივლის ბაზრობაზე, მაღაზიაში თუ სადმე კაფეში შევა. მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ საზოგადოებისგან, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, ამის მიზანია, რომ შესუსტდეს სტატუსი",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილა "მთავართან" ინტერვიუში.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.


კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ლარის კურსზე გავლენას ახდენს.

 

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)  ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ელჩი ლატვიაში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდს შეხვდა.


შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი გაათავისუფლა 

შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე გაათავისუფლა. 

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო.

 

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – დავით ჩიხელიძე

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმლძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თეა წულუკიანი: ვისურვებდი, მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ, დანარჩენს ავიტანთ 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს. 

ქუვეითში საქართველოს ელჩმა ქუვეითის ემირს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა, ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

„გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს“ – პოლიტოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე აქციებზე გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის თავისი საქციელებით ცდილობს, გადაფაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულები და შექმნას გარკვეული იმიტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს. საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი დააკავეს

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. 

 
მამუკა მდინარაძე: დილიდან გაცვეთილი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს ვუყურებთ

„დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადებას.

სამოქალაქო აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს 

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს.

როგორ შევარჩიოთ მასალა სახურავისთვის

სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავი, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზუალსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.