ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით, სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.


თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია.


დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.


კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 744 444 ლარია. რეაბილიტირდება 2 440 მეტრი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები. სამუშაობეს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.


გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზეც. რეაბილიტირდება 2300 მეტრი სიგრძის გზა. გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა იგება. სამუშაოების ღირებულება 5 373 373 ლარია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.


გიორგი შენგელიამ და დავით ფარცვანიამ კომბინატში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს. გიორგი შენგელიას თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.


ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ. 

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორაციული ბანკია საქართველოში, რომელიც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

თბილისის ცენტრალური გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. რუსთაველზე აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მათგანმა ღამე გაათენა. 

ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა

ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლეს. 

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.

ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ დღეს გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, დღეს გახდება ცნობილი. 

ადამ კიზინგერი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

დევიდ კრამერი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგეგბლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. 

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი კვირიკაშილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს

"წადი, წადი" - ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებმა სოლოლაკში, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის სახლთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა კი, აქციის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაწყვიტა.

 
"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.