"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მე არ ვაპირებდი ოპონენტების გამოსვლებზე რეაგირებას. იცით თქვენ, რომ ეს არ არის ჩემი ბუნება და არ გამოვირჩევი ძალიან მძაფრი რეაგირებით, მაგრამ ის რაც დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ ეს მართლაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი პირველ რიგში მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - ამის შესახებ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი გამოსვლისას განაცხადა და ოპონენტების კრიტიკის უპასუხა.


"მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენთაგანთან ერთად, მაგრამ არასდროს არ წავსულვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასდროს არ ვკადრულობდი იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან.


ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმედ საყურებლად შეაფასა ჩემი გამოსვლა. ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს. ძალიან მძიმე იყო. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ერთად ვიყავით დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს მათ შორის იმ კოლეგებს, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ საქმიანობა.


აქ საუბარი იყო სირცხვილზე. სირცხვილი არის ძალიან ბევრი რამ და მათი მხრიდან სირცხვილზე საუბარი ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არასდროს არ შევეგუები და არ მივიღებ ამას.


სირცხვილი არის ის, თუ რა მდგომარეობაშიც მიიყვანეს მათ ქვეყანა და რა მდგომარეობაში გადმოვიბარეთ ის 2012 წელს.


ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია - ეს არის სირცხვილი. ბორდერიზაცია, რომელიც შედეგია იმ ოკუპაციის - აი ეს არის სირცხვილი. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის იძულებით გადაადგილება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილებად ყოფნა - აი ეს არის სირცხვილი. ათასობით ქართველის გამოძევება რუსეთის ტერიტორიიდან - აი ეს არის სირცხვილი. ეს არის შედეგი მათი მმართველობის. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან - აი ეს არის სირცხვილი" - განაცხადა მინისტრმა.


დასკვნით სიტყვაში მინისტრმა ოპონენტებს კონკრეტული სტატისტიკა დაუპირისპირა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით და ისაუბრა იმ რეზოლუციებზე, განცხადებებსა და მხარდამჭერ აქტებზე, რომელიც 2012 წლის შემდგომ იქნა მიღებული.


"სირცხვილია ის, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ, აპატიმრებდნენ სატელიტურ ანტენებს, ადამიანებს საკუთრების უფლება ჰქონდათ წართმეული, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების განდევნა, ამ პროცესს ეს ჩვენი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ, მაშინ როცა ისინი ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.
სირცხვილია, ის, რომ საქართველო საერთოდ გამქრალი იყო 2008 წლის შემდეგ. გაიხსენეთ, რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში მხედველობაში არ მაქვს კონფლიქტის დაცხრომასთან დაკავშირებული მედიაცია, რომელსაც პრეზიდენტი სარკოზი და მასში ჩართული ქვეყნის ლიდერები აწარმოებდნენ. რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008-2012 წლებში? არცერთი!
შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას, როგორი ინტენსიური ვიზიტები გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აი, ეს არის სირცხვილი და პასუხი მათ ქმედებებზე. სირცხვილია, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ვაჭრობა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზების მიღების კუთხით. მე მინდა, რომ ამ ყველაფერზე ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო და ნათელი შეფასება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. სირცხვილია, როდესაც MAP-ის არ მიღებას ისე აფასებდნენ, რომ MAP-ზე უფრო მეტი მივიღეთ. სირცხვილია ის მაღალი მოლოდინები, რომელსაც უქმნიდნენ ვიზალიბერალიზაციასთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და პარალელურად სინგაპურის მოდელზე საუბრობდნენ",- განაცხადა მინისტრმა.


ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტთან ერთად გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის.


"ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება, მინიმიზაცია იმ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს წინაშეა, რათა ვუზრუნველყოთ საქართველოში სტაბილურობა, სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება, არც კეთილდღეობა. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის ასახული ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, პარლამენტის რეზოლუციაში, რაც არის პირველ რიგში მიმართული ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ, რაც არის დადასტურებული საქართველოს მთავრობის პროგრამაში, არის შეუქცევადი და ამ მიმართულებით ჩვენი ნაბიჯები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები როგორც აქამდე, ისე მომავალშიც იქნება თანმიმდევრული და სრულ თავსებადობაში ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებთან", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.


მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები

„ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.

პრემიერი აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

"შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. 

გიორგი გახარია: მერწმუნეთ, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის სტაბილური გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კახა კალაძე: ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განსხვავებაა არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის. 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა.

დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

"მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზებ წარადგინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი "Salon Savim Automne" გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალი ინიციატივით გამოდის.

კახა კალაძე: საზოგადოების განწყობის გასაგებად კვლევები არ მჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს გარეგანი ძალების ჩართვა სრულიად შესაძლებელია ისეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში, სადაც არსებული გარემო ქმნის შესაბამის პირობებს პროცესებში ჩასართავად.

დავით ბერძენიშვილი: შვილის სასამართლოზე ყოფნა ჩემი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა

„შვილის სასამართლოზე ყოფნა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მესტიაში, ეცერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე- მაშველები სამუშაოებს განაგრძობენ.

ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. ეს იქნება 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური პირველი კომისიის სხდომა.

კობა ლურსმანაშვილი: მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის.

პარლამენტთან აქციის დაშლისას 5 ადამიანი დაშავდა

გუშინდელი აქციის შედეგად, სულ, 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან ორი სამართალდამცველია.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს.

მარტვილის ტყეში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ტყის ქვედა საფარზე ხანძარია.

2019 წლის "წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის  "წინანდლის პრემიის" ჟიურიმ - დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის "წინანდლის პრემიის" 24  ნომინანტი გამოავლინა.