მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით პასუხობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს, ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით უპასუხა.

"რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, გადავწყვიტე ჩემი აზრი არ დავაფიქსირო არაფერზე. მხოლოდ მშრალი ფაქტები და რამდენიმე ციტატა" - განაცხადა მდინარაძემ.


"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეხვედრა არათუ უშედეგოდ, საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდა", - რომან გოცირიძე ზალკალიანი - ლავროვის შეხვედრაზე.


"შეუძლებელია ათი წლის თავზე შეხვედრას პარტიზანულად ან ნახევრად პარტიზანულად ატარებდე, იმიტომ, რომ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა, ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული", - გიგი უგულავა იგივე შეხვედრაზე.


"შეხვედრა წარმატებულად მიიჩნიეს და მიესალმნენ: შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინსიტრო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი, ევროკავშირის საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების სპიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიის პრეზიდენტი" .


"საქართველო აღარ არის აქტუალური, იგი გაქრა მსოფლიო ლიდერების რადარებიდან", - გიორგი კანდელაკი.


"წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა",- ჯეიმს აპატურაი.


"საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დღის წესრიგიდან ჩაჩოჩდა", - გიგა ბოკერია.


"საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი", - როუზ გიოტმიოლერი.


"საქართველოს საკითხი "ქართულმა ოცნებამ" დღის წესრიგიდან პრაქტიკულად გააქრო", - ზურაბ ჭიაბერაშვილი.


"ჩვენ ქვეყნებს მოვუყვებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს", - მედლინ მუნი.
და ბოლოს, "ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს აღმოჩნდა მოულოდნელი". "2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო", - დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი გიორგი თარგამაძე ანუ "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთი მხარდაჭერით ანუ რუსული ემედმენთები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში.


"წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყეს საქართველოს სამხედრო ძალებმა. რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას", - ქართული საზოგადოება. დიდ მადლობა."- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმის მიმდინარე ინიციატივების თაობაზე ღია წერილს პასუხობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე და საპასუხოდ საკუთარ პოზიციას ავრცელებს. 

 
ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

ვითიბი ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა.

რატი იონათამიშვილი: უმრავლესობაში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის და გერმანულის მცოდნეები 

დეპუტატი რატი იონათამიშვილი ირმწუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან, როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ენების მცოდნე კანონმდებლები.

 

 
გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო, სხდომები თბილისში აღარ გაიმართება

18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაკავებული 25 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაგრძელდება სასამართლო სხდომა.

თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე

თეგეტა მოტორსში ზამთრის საბურავებზე აქციები იწყება.

რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ვირუსს, რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს რა გზას შეიძლება მივმართოთ პრევენციისთვის, "პირველის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.და 

ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც აფხაზური მედია წერს, სოფელ აჩადარაში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გუშინ საღამოს შეეჯახნენ ერთმანეთს.

 
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს.

 
თეა წულუკიანი: ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ, მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან

"როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

 
როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად - სპეციალისტის რჩევები

ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა გათბობის სისტემების აქტუალურობამაც.

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი თბილისიდან იწყება და სოფელ ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის სხდომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გეგმავენ კანცელარიის შესასვლელს ბოქლომი დაადონ.

პრემიერი ეროვნულ ბანკს ავალებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 
კარლ ჰარცელი მიმდინარე მოვლენებზე: მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება

"მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზაციას ვხედავ",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრები“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს ელჩმა ლატვიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან სანდის გირგენსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.