"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

"ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, და მე ვიცი, რომ ძალინ ბევრი ადამიანია დღეს საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, რომ შემოგვიერთდეს. პირველ რიგში მივმართავთ პარლამენტს, ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოიწვიოს სხდომა და მოაწყოს საერთო მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით",- განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან.


საზოგადოებრივი მოძრაობაში "დაიცავი შენი შვილი" ანა დოლიძესთან ერთად რამდენიმე ორგანიზაცია და რამდენიმე ფიზიკური პირია გაერთიანებული, რომლებსაც აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ. 


კურორტ აბასთუმანს და მიმდებარე სოფლებს გაზი არ მიეწოდება

დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა.

თბილისში „პატრიოტთა ალიანსისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან შემოუერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ. 

 

საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს

15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს "რუსთაველის" გამზირზე, პარლამენტის წინ და ასევე რესპუბლიკის მოედანზე ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 18 ნოემბერს "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. 

კახა კალაძე: ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში

„დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

 

პროტესტის მე-3 დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. 

ბოკერია ე.წ. გერმანულ მოდელზე: უტიფარი სიცრუეა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება",- ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია. 

ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 

ირმა ინაშვილი: ჩვენი შეკრებით ხვალ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას გავაპროტესტებთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მრავალაათასიანი აქცია დაანონსა.

დავით უსუფაშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე: კონსტიტუციასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის

„ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია.

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს. 

აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო

„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

აკაკი ზოიძე: პაუზა უნდა ავიღო და დავფიქრდე

„რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა

„საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა „ჰოლონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გია აბაშიძე: არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული, უბრალოდ, ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას

ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას.

აშშ-ის საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ლადო კახაძე: მოგიწოდებთ, საჯაროდ ქმედითი რეაგირება მოყვეს პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე საჯარო მიმართვას ავრცელებს სადაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რეაგირება მოყვეს საქართველოს მოქალაქის, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას.

რომან კაკულია: ბევრი გაკვეთილი გავიარეთ ამ ბოლო ხანს და იმედი მაქვს გავითვალისწინებთ

"პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ყველა ადამიანს, მთავარია ყველამ დაიცვას კონსტიტუცია, არ დაირღვეს წესრიგი", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას.