ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

შემაჯამებელი შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა.


მინისტრმა ღონისძიებებში ჩართულ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზარალი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო მომავალ წელსაც გააგრძელებს.


„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია. ჩვენ გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს იყო. მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებებში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას, გვეხმარებოდა ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში და მრავალი ქვეყანა იზირებს მის წარმატებულ გამოცდილებას. ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით საქართველო სხვა რანგში გადავიდა; ჩვენ უკვე შეგვიძლია მნიშვნელოვან გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს შევძელით თხილის კულტურის დაცვა და მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ წელს ექსპორტი 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.


აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით - სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას.


"სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დაიწყო მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. მათი და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენელების ჩართულობით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა; გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორი ორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა. 

პენტაგონის ხელმძღვანელი: ანკარა ნატო-ს ნელ-ნელა შორდება

ამერიკა თურქეთის რუსეთთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

მარჯანიშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. 

შვეიცარიის პრეზიდენტად სიმონეტა სომარუგა აირჩიეს

შვეიცარიის კონფედერაციის ორპალატიანმა პარლამენტმა 2020 წლისთვის პრეზიდენტის პოსტზე, ფედერალური საბჭოდან ერთხმად აირჩია სიმონეტა სომარუგა. 

გიორგი მარგველაშვილი: გადავწყვიტე შევქმნა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ აკრიტიკებენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ აპირებს. 

გურამ ნიკოლაშვილი „რუსთავი-2-ის“ საქმეზე: დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი

„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.

ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ.

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.

 

კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველომ მთის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

ლევან დავითაშვილი: ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

„ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“,-  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის" - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს.

"ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

შპს "ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche", მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა აღმართეს 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

 

 
პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.