ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია - იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს მოვა ხელშესახები შედეგებით. 


„კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ყურადღების გადატანა ხდება სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ პროცესებზე ყურადღების გადატანით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე. ამიტომ მოვუწოდებ, ფუჭად არ გახარჯონ ეს დრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს.


"შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში, დადებს შედეგს. ჩვენთვის ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია. იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს წარმოადგენს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობით გაკეთდებოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, სწორედ ამიტომ მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში უკვე ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


 
 
 


არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ

"სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ თავისუფლად და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად",-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

„შეცდომა მოუვიდა „მთავარს“, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს“ - ვინ არის ბელა ტლაშაძე და რას ჰყვება მისი სიძე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“?

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე: პოლიტიკურ დევნაზე ვერ ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "ქართულ ჩაი" მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ.

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი 1 წლიანი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ბილტმორთან" საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

"ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს.

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.