"ტოიოტა კავკასიამ" კახეთში სპეციალური ტესტ-დრაივი მოაწყო

"ტოიოტა კავკასიამ", კახეთის რეგიონში ჟურნალისტებისთვის დაუვიწყარი სპეციალური ტესტ-დრაივის ტური მოაწყო. მედიის წარმომადგენლებმა გამოსცადეს ჰიბრიდული ავტომობილების 2019 წლის მოდელები -  RAV4, Camry, Corolla და C-HR.

გამოცდის მიზანს წარმოადგენდა ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალების, ტექნოლოგიების უკეთ გაცნობა სხვადასხვა პირობებში: სწორ გზაზე, მაღალსიჩქარიან ტრასაზე, სხვა ავტომობილის გასწრებისას და აღმართზე მოძრაობისას.


Hybrid Electric Vehicle (HEV) არის ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აერთიანებს ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავის სისტემას (Internal Combustion Engine – ICE) ელექტროძრავის სისტემასთან. ჰიბრიდული ტექნოლოგია უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონშიც, შესაბამისად ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ტესტ-დრაივში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა კოლეგებმაც, რათა უკეთ გააცნონ აზერბაიჯანულ საზოგადოებას ჰიბრიდული  ტექნოლოგიები.


დაუვიწყარი ტური გომბორის უღელტეხილზე დაიწყო და წინანდლამდე მანძილს მოიცავდა. პირველი ავტომობილი, Camry (ძრავის მოცულობა 2,5), დაღმართზე საწვავის მოხმარებაზე და ელემენტის დამუხტვის პროცესზე გამოიცადა. უპირველესად თვალშისაცემია 2019 წლის მოდელის ექსტერიერი, განახლებული ვიზუალი, რომელიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის. ინტერიერში, გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალა, რაც ხელს უწყობს მაქსიმალურ კომფორტს არამხოლოდ მძღოლისთვის, არამედ მგზავრებისთვისაც. ავტომობილს გააჩნია ელეგანტური, ტევადი სალონი.


რაც შეეხება საწვავის მოხმარების პროცესს - ოფიციალური მონაცემებით, 2,5 ძრავა შერეულ პირობებში 4,3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ზემოთ აღნიშნულ მანძილზე კი ავტომობილის სისტემამ 3 ლიტრი საწვავის მოხმარება დააფიქსირა.


შედეგი  მარშრუტი, გზა წინანდლიდან იყალთოს მონასტრამდე, სადაც გვხვდება რამდენიმე აღმართი, საშუალებას იძლეოდა შეგვემოწმებინა, ჰიბრიდული ავტომობილების მაბრუნი მომენტის განაწილება, ანუ როდესაც ავტომობილი იყენებს დამატებით ენერგიას HEV ელემენტებიდან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უფრო მძლავრ აჩქარებას.


ამ შემთხვევაში გამოიცადა RAV4 (ძრავის მოცულობა 2,5), რომელიც სრულიად სახეცვლილია და გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერით და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. ეს ავტომობილი კომფორტულია ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს რთული საგზაო პირობები, ჩქაროსნული გზატკეცილი თუ ქალაქის გადატვირთული გზები. განსაკუთრებით  კომფორტულია უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრებისთვის, აქვს დიდი სივრცე მოსათავსებლად და თავისუფალი მგზავრობისთვის.


ავტომობილს ოფიციალური, კომბინირებული საწვავის ხარჯი 4,5 ლიტრია, მაგრამ პრაქტიკულ შემთხვევაში, გზის მოცემულ მონაკვეთზე მოიხმარა 3,1 ლიტრი ბენზინი.


მარშრუტის მესამე ნაწილი, იყალთოს ტაძრიდან, ალავერდის სამონასტრო კომპლექსამდე. ეს გზის მეტ-ნაკლებად სწორი მონაკვეთი იყო და მომეცა საშუალება მშვიდ და კომფორტულ პირობებში მემართა C-HR და გამომეცადა ტოიოტას თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის (Toyota Safety Sense) ხაზის შეცვლის ფუნქცია (Lane Change Assistance).  ეს ტექნოლოგია სიმშვიდისა და სიამოვნების შეგრძნებას იწვევს,  გზაზე მოძრაობისას არამხოლოდ მაფრთხილებდა გამყოფი ხაზის გადაკვეთისას სპეციალური სიგნალის მეშვეობით, არამედ ავტომობილის საჭეს ავტომატურად აბრუნებდა სწორ პოზიციაში.


ალავერდის კომპლექსიდან საავტომობილო კოლონა ლოპოტას გადასახვევისკენ დაიძრა და ამ შემთხვევაში გამოიცადა ჰიბრიდული ავტომობილების დინამიური კრუიზ-კონტროლი, რომელიც მძღოლს ხანგრძლივი მოგზაურობისას ეხმარება. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მომცა ავტომატურად დამერეგულირებინა დისტანცია ჩემს წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან, სიჩქარის ცვლილებიდან მის სრულ გაჩერებამდე, ანუ თუ წინა ავტომობილი ამუხრუჭებდა, შესაბამისად ჩემი სატრანსპორტო საშუალება აღიქვამდა გადაადგილებას და მუხრუჭის სატერფულზე დაჭრის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ამუხრუჭებდა და შედგომ თავისით იწყებდა განახლებულ სვლას.


მარშრუტის ბოლო მონაკვეთზე გამოვცადე Corolla  (ძრავის მოცულობა 1,8) და RAV4 (ძრავის მოცულობა 2,5) სწრაფი აჩქარების პირობებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებიდან, რომ თითქოს ჰიბრიდულ ავტომობილებს არ აქვთ საკმარისი რესურსი სწრაფი სიარულისთვის, გამიქარწყლდა. განსაკუთრებით, 2,5 მოცულობის ძრავის მქონე RAV4 -მა გამაოცა სასიამოვნოდ, რომელსაც სპორტული რეჟიმის ფუნქცია გააჩნია და სწორ ტრასაზე საკმაოდ სწრაფად მოძრაობს.


უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური უსაფრთხოების სისტემა, როგორიცაა Toyota Safety Sense სისტემა, შექმნილია ტარების პროცესში მძღოლის დასახმარებლად.


ვინაიდან გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ დამხმარე სისტემების მეშვეობით ვითარება ზუსტად ვერ იყოს აღქმული, მძღოლის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს რეაგირების მთლიანად მინდობა აღნიშნულ სისტემებზე.


მძღოლი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ვითარებას ავტომიბილის გარშემო და იცავდეს უსაფრთხოების ყველა ზომას.


"ტოიოტას" თანამედროვე, აქტიური უსაფრთხოების სისტემა ე.წ. Toyota Safety Sense, რომელიც 4 უახლეს ტექნოლოგიას - შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლიდან გადასვლის შეტყობინების ფუნქციას, ავტომატურ შორი-ახლო განათების ფუნქციას და ადაპტირებად კრუიზ-კონტროლს მოიცავს. ეს ტექნოლოგია ერთ საერთო მიზანს ემსახურება - მაქსიმალურად შეამციროს საგზაო შემთხვევები, შექმნას ყველასთვის უსაფრთხო გარემო მართვისას და მხარი დაუჭიროს მძღოლს ყოველდღიური მგზავრობისას.


შეჯახების პრევენციის სისტემა


Toyota Safety Sense-ის შეჯახების პრევენციის სისტემა იყენებს კამერას და ლაზერულ სენსორებს, რათა დააფიქსიროს წინ მიმავალი ავტომობილები. შეჯახების რისკის შემთხვევაში მძღოლი მიიღებს გაფრთხილებას ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით და გააქტიურდება მუხრუჭების დამხმარე სისტემა. თუ მძღოლი ვერ მოახდენს დროულ რეაგირებას, ამოქმედდება ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია, რათა აგარიდოთ ან შეამციროს შეჯახება.


ზოლიდან გადასვლის შეტყობინების ფუნქცია


ეს ტექნოლოგია იყენებს კამერას, როელიც აფიქსირებს გზაზე არსებული გამყოფი ზოლის ნიშნულებს. სისტემა აფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით, თუკი ავტომობილი უნებლიედ დაიწყებს ზოლიდან გადასვლას ციმციმა მაშუქის ჩართვის გარეშე. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები.


ავტომატური შორი-ახლო განათების ფუნქცია


Toyota Safety Sense-ის ავტომატური შორი-ახლო განათების ფუნქცია შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზირებისთვის ღამით მართვის დროს, გზის ყველა მომხმარებლისთვის. კამერა აფიქსირებს შემხვედრი ავტომობილების მაშუქებს, წინ მიმავალი ავტომობილების მაშუქებს და აგზის განათების სიკაშკაშეს. სისტემა ავტომატურად ანაცვლებს ახლო და შორ განათებას, რაც ზრდის უსაფრთხო მართვას ღამის საათებში.


ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი


Toyota Safety Sense-ის ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. აღნიშნული დისტანციის შემცირებისას, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და ამუხრუჭებს მას საჭიროებიდან გამომდინარე. თუ დისტანცია კვლავ გაიზრდება, სისტემა თანდათანობით გაზრდის ავტომობილის სიჩქარეს იქადე, ვიდრე არ დაუბრუნდება თქვენ მიერ მითითებულ ნიშნულს.


თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას, რომელიც არ დასრულებულა ტეტს დრაივის დღეს:


მომდევნო დღეს, ტოიოტა კავკასიას გუნდმა მედიის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს ლოპოტაზე-ზე უმასპინძლა, სადაც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად კახური სამზარეულოს მასტერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. აქვე მათ დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ტრადიციული ქართული ღვინო.


ღონისძიება არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში წარიმართა და მონაწილეები სხვადასხვა საინტერესო, გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვნენ. „ტოიოტა კავკასიამ“ ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს დაუვიწყარი ორი დღე გვაჩუქა!


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მოხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში "ტოიოტას" ოფიციალურ დილერებს: "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ან "ტოიოტა ცენტრ თეგეტას".


ბრტიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში-დავით დონდუა, გერმანიაში- ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში- დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

გიორგი ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის ამოსდის“, - განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანაზე: შემომთავაზეს მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის ციხიდან გაყვანას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.  

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

"ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს", -ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ. 

ნათია თურნავა: მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

კახა ლაკაძე: ლაშა ტალახაძე მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია

თბილისი მერი კახა კალაძე სპორტსმენ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად მესამედ აღიარებას ულოცავს.

ნინო ცავიაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. 

ქალაქ ლაგოსთან მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს

მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელი ცევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს

„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".