გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშემწყობ რეფორმებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.


„საერთაშორისო ვაჭრობა ბიძგს აძლევს კერძო სექტორს განავითარონ ბიზნესები და ქვეყნებს - განავითარონ საკუთარი  ეკონომიკა. საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესები. მანძილები არ არის ბარიერი ქვეყნებს შორის ვაჭრობისათვის, ჩვენ ვვაჭრობთ მსოფლიოსთან და შესაბამისად, შესაძლებლობები რეალურად ამოუწურავია. ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მცირე ეკონომიკისთვის, ერთადერთი არჩევანი რომელიც გვაქვს და ჩვენ ამ კუთხით უნდა ვიმოქმედოთ, არის ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მცირე და საშუალო საწარმოებს. გვაქვს კარგი განვითარების მიმართულებები მცირე და საშუალო საწარმოებში, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, ინიციატივები რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც მთავრობა, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში, განვითარდნენ, გაიზარდონ და მოიტანონ უფრო მეტი ვაჭრობის მაჩვენებლები. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები უფრო საერთაშორისო გახდნენ. ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. როდესაც გახდებიან საერთაშორისო, შეძლებენ მოიპოვონ პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გაყიდონ თავიანთი პროდუქტი, იქნებიან ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით კონკურენტუნარიანები. საქართველო არის ის ადგილი სადაც ვთავაზობთ ყველაზე დაბალ საგადასახადო მაჩვენებლებს და ამიტომ საქართველო იყო და არის მიმზიდველი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რათა აწარმოონ საქართველოში“,- განაცხადა გენადი არველაძემ.


მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ქვეყანამ გააფორმა იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან. „საქართველოს გააჩნია ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ხელშეკრულებას და ამავე დროს გვაქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს  იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

"ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ", - ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ჯივიპი, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში N23 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა 

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.