შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

ეს არის კანონის მოთხოვნა და ეს ძალიან კარგად იცის „ფინანსურმა ბიურომ“ ან მისმა მსგავსმა კომპანიებმა, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. დიახ, ეს არის შანტაჟის ენა, მაგრამ, ასე ვთქვათ, კანონის ჩარჩოებში.


„გაფრთხილებთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოთ აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგ ზომები:


1.      მივმართავთ სასამართლო, საარბიტრაჟო ან სააღსრულებო ორგანოებს, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებელი, აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, მოახდენს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას. ამასთან, დაყადაღდება თქვენს სახელზე არსებული ყველა საბანკო ანგარიში.


2.      დავალიანების ამოღება მოხდება იძულებითი სააღსრულებო წარმოების წესით (მათ შორის თავდები პირების მიმართ).


3.      დამატებით დაგეკისრებათ სასამართლო, საარბიტრაჟო და სააღსრულებო ხარჯების გადახდა.


4.      მოვახდენთ თქვენი მონაცემების შეყვანას მოვალეთა რეესტრში, რომლის სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4(1) თავში.


5.      გარკვევის მიზნით, ჰქონდა თუ არა ადგილი მსესხებლის მხრიდან, წინასწარი განზრახვით, თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარდგენას, არასწორი მონაცემების მიწოდებას და ბანკის ან საკრედიტო ორგანიზაციის თანხის მითვისებას, საქმე გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“.


ეს არის შაბლონური ტექსტი, რომელსაც „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები მოსახლეობას უგზავნიან. მძიმე წასაკითხია და საშიშად გამოიყურება, არა? ამ დროს ეს არის მკაცრი იურიდიული ტერმინოლოგიით ნათქვამი, ზოგადი ცნებებით გაჯერებული წინადადებები, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ სამართალწარმოებასთან.


დავიწყოთ იმით, რომ ხანდაზმული ვალის სასამართლო ან საარბიტრაჟო გზით ამოღება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია ვალის ამოღებას კერძო შპს-ს არ გადააბარებდა და იაფად არ გაყიდდა. დიახ, ეს არის უიმედო ვალები, რომელზეც ბანკმა ხელი სწორედ იმის გამო ჩაიქნია, რომ მისი ამოღების აღარავითარი სამართლებრივი და რეალური რესურსი არ გააჩნდა. ამის გამო, ასეთი უიმედო ვალები კერძო კომპანიამ იმ იმედით იყიდა, რომ სწორედ ასეთი წერილებითა და მეთოდებით მოახერხონ მათი გაცოცხლება.


რას ნიშნავს გაცოცხლება?


საკმარისია, ნებისმიერმა მოქალაქემ თუნდაც ათი წლის ვადაგასულ სესხზე კომპანიას ხელი მოუწეროს აღიარების ფურცელზე, რომ ვალი გაცოცხლებულია და ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დენა ხელახლა დაიწყება. ამის შემდეგ ნამდვილად შეუძლია, მიმართონ საარბიტრაჟო ან სასამართლო ორგანოებს და წერილში ჩამოთვლილი პირველი ოთხი პუნქტი მოქმედებაში ნამდვილად მოიყვანონ.


სწორედ ამის გამოა, რომ „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები, რომლებიც ხშირად თავს სახელმწიფო უწყებებადაც კი ასაღებენ, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაითანხმონ უიმედო მოვალეები ხელი მოაწერონ აღიარების ფურცელს. ამისთვის მზად არიან, შეაწუხონ თქვენი მშობლები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები და თქვენს რეპუტაციაზე ზემოქმედებით დაგითანხმონ თუნდაც ვალის  გადახდის დიდ ვადაზე გადანაწილებაზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გზით რაც ავტომატურად ვალისგაცოცხლებასა და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.


ისინი იმუქრებიან იურისტებით, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რას ნიშნავს ხანდაზმულობა და ისიც, რომ თაღლითობა ერთ-ერთი ურთულესი დანაშაულია მტკიცების თვალსაზრისით და გამოძიებით და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დამუქრება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ნერვებზე თამაშია.


მოდით, რადგან ასეთ ვალებში მთავარი მაინც ხანდაზმულობის თემაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, რას გულისხმობს ის.


ხანდაზმულობის წარმოქმნა


სესხის ხანდაზმულობა ვალდებულების შეუსრულებლობის წარმოქმნის დღიდან ითვლება. ანუ მაგალითად კლიენტს სესხი დასაბრუნებელი აქვს 2019 წლის 31 დეკემბერს, მაგრამ მან იგი ვერ დააბრუნა. ამ შემთხვევაში, როცა დადგა გადახდის ვადა  და არ გადაიხადა მოვალემ, მაშინ იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. კანონის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მაშინ, როცა კრედიტორმა შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში 31 დეკემბერი რომ დადგა და ბანკმა არ მიიღო გაცემული კრედიტის თანხა, წარმოეშვა ვალის გადახდის მოთხოვნა. ბანკს შეუძლია, მომდევნო დღესვე, პირობითად, პირველ იანვარს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. მაგრამ, თუ ის ამ ნაბიჯს 3 წლის განმავლობაში არ დგამს, ხანდაზმულობის ვადა გასულად ჩაითვლება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას გააჩნდა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 3 წლის განმავლობაში.


ვალის ამომღები კომპანიები, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ ხანდაზმული ვალების ამოსაღებად და ხშირ შემთხვევაში, სესხის ამღები პირების არაინფორმირებულობის გამო, სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ.


ასეთი კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, ძირითადად ყოფილი პოლიციელებით არის დაკომპლექტებული, წერილობით მიმართავენ მსესხებლებს და, მართალია, კანონის სრული დაცვით, მაგრამ ერთგვარ მუქარის შემცველ ტექსტებს წერენ. ეს გულისხმობს მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და სასამართლოში სარჩელის შეტანას.


იურისტები განმარტავენ, რომ სესხების ამომღებ კომპანიას სრული უფლება აქვს, წავიდეს სასამართლოში, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მისთვის ფუჭი გარჯაა, თუ მსესხებელმა იცის, რომ სასამართლო პროცესზე აუცილებლად უნდა წარმოთქვას ერთი ფრაზა – „ჩემი სესხი ხანდაზმულია“.


 

არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ

"სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ თავისუფლად და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად",-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

„შეცდომა მოუვიდა „მთავარს“, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს“ - ვინ არის ბელა ტლაშაძე და რას ჰყვება მისი სიძე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“?

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე: პოლიტიკურ დევნაზე ვერ ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "ქართულ ჩაი" მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ.

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი 1 წლიანი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ბილტმორთან" საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

"ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს.

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.