"საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანაპორტო ინფრასტრუქტურა"

კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე, სახელწოდებით "სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა" განაცხადა, რომ "სატრანსპორტო კავშირები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია.

 


"სატრანსპორტო კავშირები არის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ კავშირების  გაძლიერება განხილვების ცენტრშია, როდესაც საქმე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონალურ ინტეგრაციას ეხება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე, სახელწოდებით "სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა" საუბრისას განაცხადა.


მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საჭიროებს უფრო ძლიერი სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპას შორის.


„ ამ კონტექსტში, საქართველო შეიძლება იყოს ხიდის ამგები აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,  მომხდარიყო  ქვეყნის უკეთესი ინტეგრაცია სატრანსპორტო ქსელის გლობალურ და რეგიონალური ღირებულების ჯაჭვად.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი რესურსები იხარჯება.


"რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება -  ყველა ეს პროექტი ერთად აუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელის მუშაობას, მნიშვნელოვნად ზრდის მის საიმედოობას და შესაძლებლობებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სატრანსპორტო შესყიდვებთან ლეგალურ დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. დადებულია 100-ზე მეტი ორმხრივი მთავრობათაშორისი სატრანსპორტო ხელშეკრულება, რითაც საქართველო ცდილობს უფრო მეტად შეუწყოს ხელი საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და მობილობას.


"ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა საზღვრის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად და მისი საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, რაც ხელს უწყობს საქონლისა და მგზავრების  გადაადგილებას და ამის უზრუნველყოიფას", - განაცხადა ნათია თურნავამ.


პანელზე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სატრანსპორტო ინიციატივებში, როგორებიცაა TRACECA, CAREC, Lapis Lazuli, შუალედური დერეფანი.


"ყველა ეს ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. საქართველოს გაუმჯობესებულმა სატრანსპორტო კავშირებმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს არამარტო სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე, არამედ ჩინეთსა და ევროკავშირს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი ბაზრების ათვისებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


მისივე თქმით, ტრანს-ევროპული ქსელის (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპა-აზიის კავშირში.


"ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო კავშირები შავ ზღვის პორტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში და ევროპიდან საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვები მინიმალურ დროში განხორციელდეს", - დასძინა ნათია თურავამ.


ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში

„მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

პოლიციამ ყვარლიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგო და მისი თანმხლები მამაკაცი იპოვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ თბილისში იპოვა.

ვანო მაჭავარიანი: ასაწონ თამბაქოზე საკმაოდ მოზომილი გადასახადი დავაწესეთ

„თამბაქო მსოფლიოში ყველაზე აქციზურია. შეუძლებელია ის საქართველოში არ იბეგრებოდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ქედაში გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ავარია დადიანის ქუჩაზე - დაღუპულია 2 ადამიანი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მარიამ ჯაში: კომიტეტი კულტურის ბიუჯეტის, სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდას ითხოვს

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია".

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია განახლდა. 

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ: არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი

„არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე: 300 ლარი მაღალი თანხა არ არის, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია

ფინანსთა მინისტრი იავანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას არ ეთანხმება.

ირაკლი შიოლაშვილი: დღეს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის.

ივანე მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

"უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ.

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს

"საპენსიო ინდექსაციისას სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკება გვქონდა. ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შოთა გულბანი: გუშინ ცრუ მიშამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა

„მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს, ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია“,- ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიიდან უმსხვილეს ტუროპერატორებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის, BOG Fintech-ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგინა.

თბილისის რამდენიმე უბანს 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზე.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტიანობაზეა ორიენტირებული

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.