ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის გადასასვლელის გახსნა კრიტიკულად აუცილებელია

„ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხზე საუბრისას.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულს კრიზისს ქმნის და იქ მცხოვრებ ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.


„როდესაც მე ყოველ დღე და ყველგან ვამბობ, რომ მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმე პირდაპირი გაგებით, სწორედ ამას ვგულისხმობ. დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ,  ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, რომ ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ. მათ შორის, მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.


იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირის და ა.შ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც თუნდაც წითელ ჯვართან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველ დღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე,  დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, გუშინვე, ეს შემთხვევა და ახალგორის ე.წ. გადასასვლელის საკითხი განხილვის თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართა, რათა მათ კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს.


„პირადად მე, ამ შემთხვევის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარეს, ასევე წითელ ჯვარს. უკვე პოსტ ფაქტუმ, რადგან სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი გაიხსნას. არა მხოლოდ ახალგორის რაიონი, არამედ ცხინვალის მოსახლეობაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რადგან ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც. თითქმის ყოველ დღე ათობით ადამიანი მიკავშირდება. ყველა ეროვნების და ყველა სფეროდან - საერო თუ სასულიერო, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. არავინ არ არის თავისუფალი ადამიანის უფლებების წინაშე პასუხისმგებლობისაგან. ეს იქნებიან ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის.  ვალდებულებები ყველას აქვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ   ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნისკენ, რაც კრიტიკულად აუცილებელია. ეს ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება.


ორი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც გადაადგილება შეზღუდეს და ჩაკეტეს, მე პირადად არც ერთი შეხვედრა არ მქონია, სადაც ეს საკითხი არ დგას. აქ არა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრებს ვგულისხმობ - ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით ერთადერთი აქცენტი კეთდება, რომ ე.წ. გადასასვლელი უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაიხსნას“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.


 


 


სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ხანდაზმული ემსხვერპლა

სართიჭალაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხუც კაცს ავტომობილი დაეჯახა. 

 

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა

უწყება მინისტრ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. 

მეზვრიშვილი: მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

„სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით“ - ქუთასიის მერიასთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა ქუთაისის მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს. 

ესტონეთში საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.