პრეზიდენტ მაკრონის მიზანი - საფრანგეთი, როგორც ევროპის "მიზიდულობის ცენტრი"

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთო მდგომარეობის შესახებ ემანუელ მაკრონის გაკეთებულ განცხადებას "უხეში შეფასება" უწოდა.

"ეს სიტყვები ზედმეტად უხეში და მკაცრია. აღნიშნული არ შეესაბამება ჩემს თვალსაზრისს. მე განსხვავებული პერსპექტივა მაქვს ნატოს ბლოკის შიგნით თანამშრომლობის შესახებ, თუნდაც გარკვეული პრობლემები არსებობდეს. გერმანული გადმოსახედიდან ნატო პასუხობს ჩვენს ინტერესებს და ეს ჩვენი უსაფრთხოების კავშირია", - განაცხადა მერკელმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.


თავის მხრივ სტოლტენბერგიც არ დაეთანხმა მაკრონის გამოთქმულ შეფასებას.


"ევროპელი მოკავშირეები ძლიერდებიან, ზრდიან თავიანთი შეიარაღებული ძალების მზადყოფნას და მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვის სფეროში. თავის მხრივ იზრდება შეერთებული შტატების ჯარების რაოდენობა და წვრთნები ევროპის ტერიტორიაზე. რეალობა ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაშორების ნებისმიერი მცდელობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ალიანსისა და ტრანს-ატლანტიკური კავშირის შესუსტებას, არამედ ხელს შეუწყობს ევროპის დაყოფას, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც არ დაეთანხმა ემანუელ მაკრონის გაკეთებულ შეფასებას და აღნიშნა, რომ ეს ალიანსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორიის მანძილზე.


"ნატო რჩება კრიტიკული მნიშვნელობის ალიანსად. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა კაცობრიობის ისტორიაში", - განაცხადა პომპეომ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ნოემბერს გამოცემა The Economist-თან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „კომაში“ იმყოფება მის შიგნით სრული კოორდინაციის ნაკლებობის გამო.


"რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს არის ნატოს "ტვინის სიკვდილი". ალიანსში არ არსებობს კოორდინაცია აშშ-ისა და ნატოს პარტნიორებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესის ზონაში ვხედავთ არაკოორდინირებულ აგრესიულ მოქმედებებს ნატოს კიდევ ერთი წევრი-სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან", - განაცხადა მაკრონმა.


დამატებით The Economist-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის შემდგომი განვითარების სამ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა.


პირველი სცენარის მიხედვით, მაკრონი ამჟამინდელ რუსულ განვითარების მოდელს არასტაბილურად მიიჩნევს, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების, აგრეთვე შეიარაღების დაჩქარებული ტემპების გამო. მისი თქმით, რუსეთის, როგორც „სუპერძალის“ რეკონსტრუქცია იქნება „წარმოუდგენლად რთული“, ზემოხსენებული პრობლემების, ასევე ამ სახელმწიფოს კონსერვატიული პოლიტიკური და იდეოლოგიური მოდელის გათვალისწინებით. აქვე მან აღნიშნა, რომ დასავლური სახელმწიფოების გარკვეულმა შეცდომებმა კრემლს „გარკვეული ბერკეტი მისცა“ ამ გზით რუსეთის განვითარებისთვის.


მეორე ვარიანტად მაკრონმა რუსეთის, როგორც ევრაზიული მოდელის ქვეყნის განვითარებაზე ისუაბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ აზიაში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, როგორიც ჩინეთია, მას დაუბალანსებელს გახდის.


მესამე და ყველაზე სავარაუდო ვარიანტად საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის "ევროპასთან დაბალანსებული პოლიტიკის აღდგენას" მიიჩნევს. მაკრონის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის განვითარება მხოლოდ ევროპასთან პარტნიორობის გზით არის შესაძლებელი.

წყარო: m2b.ge

შსს: პარლამენტთან აქციაზე, დაახლოებით, 5500 მოქალაქე იმყოფებოდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას

„სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წყალტუბოში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ხანძარია.

მერაბ ქვარაია: თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს

"სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა  პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა.

სიმონ ნოზაძე: რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!

„რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: სტრატეგიული ამოცანაა, ოპოზიციის ერთიანობა არ დაიშალოს

„30 წელიწადია ვდგავართ აქ და  თუ ცოცხალი ვიქნები კიდევ 30 წელიწადი დავდგები იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაშალა

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის გვერდით შესასვლელთანაც გაშალა.

 

 
ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა მდინარაძე: თუ აქციაზე იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, სახელმწიფო მას კანონს დაუპირისპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო, პარლამენტის პიკეტირებას და მთავრობისთვის მუშაობისთვის ხელის შეშლას არ დაუშვებს.

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.