ნიკოლოზ მეტრეველი: ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა

„თვითმარქვია ჟურნალისტები კი წერენ, რომ მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის, რომ ყველაფერში დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.


„ბოლო დროს, განსაკუთრებით ჩემი საჯარო აქტივობებიდან გამომდინარე, ფონდი „ქართუდან“ სხვადასხვა მონაცემის გამოთხოვა დამჭირდა. მათ შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის განკუთვნილი დეტალებიც წამოვიღე, მაგრამ აღარ მეგონა, ამ თემაზე ვინმე ნეგატიურ საუბარს თუ გაბედავდა და კითხვის ნიშნები კიდევ თუ იარსებებდა.


თუმცა, დღეს ისეთი პოპულარული გახდა ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომ სამების საკათედრო ტაძრის საკითხსაც მიადგნენ. ის, რომ ყველაფერში უნდა დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს ხომ გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.


ე.წ ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის მხრიდან ცილისწამების მორიგი ურცხვი მაგალითი ვიხილეთ. თვითმარქვია ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ მან სამებისთვის მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა და მეტიც, თითქოს ბიძინა ივანიშვილი უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.


ექსპერტი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის წლების მიხედვით გაღებულ თანხებს აქვეყნებს.


„ამ სამარცხვინო ბრალდებებს არ გავყვები და მხოლოდ იმ ციფრებს მოვიყვან, რაც ჩემთვის არის ცნობილი, დოკუმენტურად დადასტურებული და მინდა, რომ საზოგადოებამაც ნახოს: ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში, ჯამში, ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა. ეკლესიის აშენებასთან ერთად, ტაძრის მოხატვისთვის 2016-2019 წლებში, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ 100 ათას ლარზე მეტი გაიღო. გასაგებია, რომ კანონმდებლობა ცილისწამებას არ ზღუდავს და არ არეგულირებს, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს ზღვარი, ხომ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მაინც შევიტანოთ კანონში და მაგალითად, გიორგი კაპანაძეს ქუჩები მაინც მოვახვეტინოთ? როგორც ჟურნალისტი, საზოგადოებისთვის სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს და ხომ შეიძლება, რაიმე სასარგებლო საქმე გააკეთოს? ბრალდების მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს დიდი სიბინძურე იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დაწერაც არ მინდა. გასაგებია, მასიური მადისკრედიტებელი კამპანია მიდის პატრიარქზე. ასეთივე კამპანია წლებია მიდის ბიძინა ივანიშვილზეც. ახლა სახეზეა მცდელობა, რამენაირად დააპირისპირონ ეს ორი პიროვნება და ამით საკუთარი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ.


ძალიან უსუსურია ეს ყოველივე“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.


შეგიძლიათ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის გაღებული თანხები წლების მიხედვითაც იხილოთ:


ტაძრის მშენებლობა:


2000 წ. – 2 244 025,00


2001 წ. – 7 157 105,00


2002 წ. - 8 470 828,00


2003 წ. – 11 067 042,00


2004 წ. – 21 223 506,00


2005 წ. – 10 062 191,00


2006 წ. – 9 247 275,00


2007 წ. – 428 028,00


სამების ტაძრის მოხატვა:


2016 წ. – 183 765,00


2017 წ. – 165 388,00


2018 წ. – 224 988,00


2019 წ. – 530 297,00


ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. 

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა მიმდინარე წლის 22 იანვარს, 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.

საქართველო განსუს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვიეს

„საპარნტიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.

ლევან კობერიძე: აპაჭუნოს ახლა თვალები გახარიამ და გვითხრას, სიხარული უნდა თუ წერილი

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს "ღლიცინით" პასუხობენ.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

24 იანვარს საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. 

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

სასწრაფოდ!

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. შესაბამისი ინიციატივით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გამოვიდა. 

საქართველოს ელჩი თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მამუკა მურჯიკნელი მარისა და ლებაპის ველაიათების ხელმძღვანელ პირებს (ჰაკიმებთან), დოვრანბერდი ანაბერდიევსა და თანრიგული ათაჰალიევს 

როგორ ატყუებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს - POSTV - მედია რენტგენი

როგორ ატყუებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს. 

ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოფენა- „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გამოფენა- „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა.

რომან კაკულია: "ქართული ოცნება" არჩეულია ყოველგვარი "ჩრდილოვანი" საგარეო მხარდაჭერების გარეშე

"ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

150 სკოლაში  "Minecraft Education Edition"-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპოტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც პოეტი ვანლერ დაისელი 1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდში 22 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გრიპის ვირუსი სახელდება. ახლობლების ინფორმაციით, მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

1 დაღუპული და 7 დაშავებული - თავდასხმა აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის ცენტრში ინციდენტი მოხდა.

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რომან გოცირიძე: გაფრთხილების წერილს, როგორც წესი, ფინანსური სანქციები მოჰყვება

"ნაციონალური მოძრაობის" წვერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კონგრესმენების მორიგი წერილი საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული მკაცრი გაფრთხილებაა. 

პრეზიდენტი: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ, არ შეიძლება განმეორდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" დაესწრება.