ნიკოლოზ მეტრეველი: ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა

„თვითმარქვია ჟურნალისტები კი წერენ, რომ მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის, რომ ყველაფერში დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.


„ბოლო დროს, განსაკუთრებით ჩემი საჯარო აქტივობებიდან გამომდინარე, ფონდი „ქართუდან“ სხვადასხვა მონაცემის გამოთხოვა დამჭირდა. მათ შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის განკუთვნილი დეტალებიც წამოვიღე, მაგრამ აღარ მეგონა, ამ თემაზე ვინმე ნეგატიურ საუბარს თუ გაბედავდა და კითხვის ნიშნები კიდევ თუ იარსებებდა.


თუმცა, დღეს ისეთი პოპულარული გახდა ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომ სამების საკათედრო ტაძრის საკითხსაც მიადგნენ. ის, რომ ყველაფერში უნდა დაინახო ბიძინა ივანიშვილი, თან მას დააბრალო ყველაზე დიდი აბსურდები, ეს ხომ გარკვეული ე.წ. მედიის წარმომადგენლებისთვის არსებობის აუცილებელი პირობა გახდა.


ე.წ ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის მხრიდან ცილისწამების მორიგი ურცხვი მაგალითი ვიხილეთ. თვითმარქვია ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ მან სამებისთვის მხოლოდ გუმბათი და ჯვარი დააფინანსა და მეტიც, თითქოს ბიძინა ივანიშვილი უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.


ექსპერტი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის წლების მიხედვით გაღებულ თანხებს აქვეყნებს.


„ამ სამარცხვინო ბრალდებებს არ გავყვები და მხოლოდ იმ ციფრებს მოვიყვან, რაც ჩემთვის არის ცნობილი, დოკუმენტურად დადასტურებული და მინდა, რომ საზოგადოებამაც ნახოს: ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ქველმოქმედების გაღება 2000 წლიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში, ჯამში, ტაძარი 70 მილიონი ლარით დააფინანსა. ეკლესიის აშენებასთან ერთად, ტაძრის მოხატვისთვის 2016-2019 წლებში, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ 100 ათას ლარზე მეტი გაიღო. გასაგებია, რომ კანონმდებლობა ცილისწამებას არ ზღუდავს და არ არეგულირებს, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს ზღვარი, ხომ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მაინც შევიტანოთ კანონში და მაგალითად, გიორგი კაპანაძეს ქუჩები მაინც მოვახვეტინოთ? როგორც ჟურნალისტი, საზოგადოებისთვის სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს და ხომ შეიძლება, რაიმე სასარგებლო საქმე გააკეთოს? ბრალდების მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს დიდი სიბინძურე იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დაწერაც არ მინდა. გასაგებია, მასიური მადისკრედიტებელი კამპანია მიდის პატრიარქზე. ასეთივე კამპანია წლებია მიდის ბიძინა ივანიშვილზეც. ახლა სახეზეა მცდელობა, რამენაირად დააპირისპირონ ეს ორი პიროვნება და ამით საკუთარი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ.


ძალიან უსუსურია ეს ყოველივე“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.


შეგიძლიათ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა და მოხატვისთვის გაღებული თანხები წლების მიხედვითაც იხილოთ:


ტაძრის მშენებლობა:


2000 წ. – 2 244 025,00


2001 წ. – 7 157 105,00


2002 წ. - 8 470 828,00


2003 წ. – 11 067 042,00


2004 წ. – 21 223 506,00


2005 წ. – 10 062 191,00


2006 წ. – 9 247 275,00


2007 წ. – 428 028,00


სამების ტაძრის მოხატვა:


2016 წ. – 183 765,00


2017 წ. – 165 388,00


2018 წ. – 224 988,00


2019 წ. – 530 297,00


კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველი: იმის შანსი, რომ კორონავირუსი გვაქვს, ძალიან დაბალია

"არავინ არ ვიხოცებით აქ, არავისთვის რომ არ გვინდოდა საფრთხის შექმნა იმიტომაც დავთანხმდით  წამოსვლაზე. ვართ იზოლირებული, ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას", - ამის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მარიამ ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კარანტინის პერიოდს საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში ატარებს.

ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა. 

ისრაელმა "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა.

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2619-ს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2619 აღწევს, ხოლო 500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია"  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.