ცხადაძე ხელისუფლებისგან კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციიის დაშლას მოითხოვს.
"40 წუთია ზევით-ქვევით დავდივარ და ვერ მოვახერხე კინოში შესვლა, ჩემი, როგორც მოქალაქისა და მაყურებლის უფლება ირღვევა, თურმე ბრბო უშლით ხელს რომ შეგვიშვან კინოში, მერე ბრბოს დაშლაში მაგრები არიან, თუ ხელისუფლებამ შეძლო და 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით, აქცია დაშალა, კეთილი ინებოს და დაშალონ ახლაც. მრცხვენია აქ რომ ვარ, მრცხვენია რომ ჩემი შვილი უყურებს ამ ყველაფერს", - განაცხადა მოქალაქე ხათუნა ცხადაძემ.
კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები. დაკავებულია რამდენიმე პირიც.