კინოთეატრ "ამირანთან" ანა სუბელიანი დაშავდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მას „ამირანთან“ მიმდინარე აქციის წევრებმა ქვა ესროლეს.

როგორც ანა სუბელიანი „ფორმულასთან“ ჰყვება, სამოქალაქო აქტივისტებმა ლგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი კინოთეატრთან მიაცილეს, რომლებსაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვის სურვილი ჰქონდათ, თუმცა ეშინოდათ, რომ იქ თავს დაესხმებოდნენ.


„შემეშინდა, რომ ეს იყო თვალი, თუმცა, საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა. ელგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი მივაცილეთ, რომ მათ უსაფრთხოებაში დავრწმუნებულიყავით. შემოგვესია ჯგუფი, გვაგინებდნენ, ვერ გავარკვიე ვინ იყვნენ. პოლიციამ მათ შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“, - აღნიშნა ანა სუბელიანმა.


ცნობისთვის, კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ.


გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ნინო ლომჯარია: კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად მსჯელობის განახლებას მხარს ვუჭერ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. 

არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა.