"ჩემთვის მსგავსი ფორმით რაიმეს გაპროტესტება მიუღებელია, ვინაიდან ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც შეიძლება გამოხატო საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც არ მოგწონს. ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია, თუმცა როგორც კი აღნიშნული გამოხატულება სცდება კანონს და იწყება პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, ამ ყველაფერზე უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, კინოთეატრ "ამირანთან" "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციაზე დაპირსიპირებაც მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც ისინი დააკავეს.