შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება 

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე განაცხადა, რომ "ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტიტანი მუშაობა".

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან მეოთხე საჯარო შეხვედრა გამართეს, რომელზეც დისკუსიის მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულებისა და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმებია. 


როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონის აღსრულება უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ, ცვლილებებთან ერთად შრომის ინსპექციის ინსტიტუტის რეფორმირების საკითხიც განიხილება.


„ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციები, რომ ეს კანონი იყოს აღსრულებადი და არ იყოს უბრალოდ ფარატინა ქაღალდი. ამისთვის არის აუცილებელი შრომის ინსპექციის სრულფასოვანი ფორმირება. ინსპექცია იმუშავებს როგორც შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე - შრომითი უფლებების საკითხებზეც. ჩვენი მიზანია, შრომის ინსპექცია სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდეს ბიზნესისთვის და დასაქმებულებისთვის. ასევე, შრომის ინსპექციის ფუნქცია იქნება კონსულტაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც,“ - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.


შრომის კოდექსში ცვლილებების საჯარო განხილვას ემხრობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსიც. ვინსენტ რეი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა დაახლოვდეს.


„ეს დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს კერძო სექტორს, მთავრობას, კანონმდებლებს. ისინი ერთად განიხილავენ, როგორ გახადონ ქართული კანონმდებლობა უფრო მოდერნიზებული და ეს პროგრესულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შრომის კოდექსის რეფორმირების საუკეთესო გზა ვიპოვოთ. გენდერული, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხების რეგულირებაში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული,“ - განაცხადა ვინსენტ რეიმ.


შრომის კოდექსის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსიას ესწრება შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსიც.


ბექა ფერაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რაც კანონის აღსრულების გარანტია.


„წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის მანდატს, როგორი უნდა იყოს აღსრულების მექანიზმები და რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი ეს ინსტიტუტი. შრომის ინსპექცია გულისხმობს როგორც უსაფრთხოებას, ასევე - შრომით უფლებებსაც. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, შეიქმნება რეგიონული ოფისები, რაც კანონის აღსრულების საწინდარია. ასევე, კანონის პროპორციულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს თანამშრომლების რაოდენობრივი ზრდაც,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.


უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში.


დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.


შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.


შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.


 


თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

ელისაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო.

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა.

2 დაღუპული და 5 დაშავებული - აშშ-ში ერთ-ერთ ბარში თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ანტონიოს ბარ "ვენტურაში" კაცმა ცეცხლი გახსნა.

გიგა ბოკერია: ოპოზიცია მწვავე პროტესტს გააგრძელებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.