მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში

„ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

მისივე თქმით, 20 ივნისს ყველამ დავინახეთ, რისი გაკეთება უნდოდა ოპოზიციას. 


„არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მყოფ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს. როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას, როგორც ეს იყო 20 ივნისს, დავინახეთ ყველამ, ჩვენმა მოქალაქეებმა, რისი გაკეთება უნდოდათ. აქ, შიგნით, გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით, და გარეთ რა დღეში იყვნენ. მაგრამ როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.


პარლამენტარი აკაკი ბობოხიძის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე და თქვა, რომ ოპოზიცია ქილიკით აცხადებდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია.


„მე აქ ფაქტები მაქვს. ბობოხიძე თითქოს აღნიშნავდა, რომ ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რომან გოცირიძე ქილიკობდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია, და რომ მხოლოდ 200-მდე სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი ეს უნივერსიტეტი, და 75 უნივერსიტეტიდან ბოლო ადგილზე იქნებოდა. უნდა გაგაწბილოთ, ბატონო რომან, დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიცია ხორციელდება და გასულ კვირაში მთელმა საქართველომ იხილა, რა შენდება ქუთაისში და როგორი მასშტაბური პროექტია. მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, მათ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება, რაც ამ ბატონებმა მთელი ცხრა წლის მანძილზე ვერ შეძლეს...“ - აღნიშნა დეპუტატმა.


მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მმართველობის“ ცხრა წელიც გაიხსენა და მათ ბოლშევიკები უწოდა.


„ამ ცხრა წელს ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ ამ ადამიანებს. ისინი მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ პროგრესული ძალა იყვნენ, სინამდვილეში კი ბოლშევიკები იყვნენ. ღამის სამ საათზე ქონების გადაფორმებები, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და ყველა მათგანში როგორ ეძებდნენ დამნაშავეს, დაშინებული ადამიანები ერთმანეთს ვერ ესაუბრებოდნენ, იყო მოსმენები, ყოველ სამ კაცში ერთი სუსის აგენტი ეგონათ და ა.შ. ეს ადამიანები დღეს მორალს გვიკითხავენ. შეუძლებელია ამათთან კონსტრუქციულ რეჟიმში არსებობა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.


დეპუტატმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და ის დრო გაახსენა, ღამის სამ საათზე ქონებას რომ აფორმებინებდნენ ადამიანებს.


 „ევროპული საქართველო“ და კაკო ბობოხიძე რომ არ გავაწბილო, თითქოს მათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, ბატონ სერგი კაპანაძის ციტატას წაგიკითხავთ. ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა იმის ნახევარიც რომ განახორციელოს, რის პირობასაც დებს, ეს განათლების ბაზარში ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა იქნება. ივანიშვილი რომ უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას რომ გეგმავს, ეს თურმე საგანმანათლებლო ბაზარს ძალიან დააზიანებს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანების ხედვა პროგრესულად უნდა შევაფასოთ? მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ერთ-ერთ მინისტრი ზუსტად ორ წელიწადში გახდა მილიონერი. ასე ატყუებდნენ და აბოლებდნენ ჩვენს საზოგადოებას... კაკო ბობოხიძის სიტყვებით დავასრულებ, რომ მართლა დავკარგეთ დრო, მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუხადო, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში. მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ მართლაც დიდი შეცდომა გვაქს დაშვებული, რომ განვითარებისთვის ამ ძალამ ძალიან ბევრი დაგვაკარგინა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.


არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ

"სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ თავისუფლად და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად",-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

„შეცდომა მოუვიდა „მთავარს“, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს“ - ვინ არის ბელა ტლაშაძე და რას ჰყვება მისი სიძე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“?

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე: პოლიტიკურ დევნაზე ვერ ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "ქართულ ჩაი" მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ.

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი 1 წლიანი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ბილტმორთან" საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

"ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს.

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.