პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 


"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები  უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.


2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს.  ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა  პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან.  ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის.


აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.


გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა  ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ. 


2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით  განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ „დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.


ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა  და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.


რაც შეეხება გ.დ.-ს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი დააკავეს ნიდერლანდების სამეფოში და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ს მიმართ  გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.


წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.