ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.

ასევე განახლებული სასარგებლო წიაღისეულის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.


ტექნიკური უნივერსიტეტის მოდერნიზებული ლაბორატორიისა და განახლებული მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, კომპანია "რიჩ მეტალს გრუპის"(RMG) აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, გრიგოლ წულუკიძის სახ. სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, "IDS ბორჯომი-საქართველოს" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამთო-გეოლოგიის დარგის მეცნიერები და სპეციალისტები.


სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა: „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ლაბორატორიასაც და მუზეუმსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან გასული საუკუნიდან მოყოლებული, მათ ჩვენი ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ქმნიდნენ. ძვირფასი წიაღისეულის ასეთი მდიდარი ექსპოზიცია ცოცხალი საშუალებაა იმისა, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ის სიმდიდრე და მრავალფეროვნება, რასაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, შეიგრძნონ, რომ სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საინჟინრო და ინოვაციური აზროვნების განვითარება, რაც სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებას სხვა შინაარსსა და ძალას მისცემს“.


წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა მადლობა გადაუხადა ტექნიკურ უნივერსიტეტს და კომპანია RMG-ის, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერას ახორციელებს. მაია ზავრაშვილის თქმით, ნებისმიერი აკადემიური დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო ინფრასტრუქტურის სრულყოფის პროცესი. მან იმედი გამოთქვა, რომ სტუ-ის „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიაში“ ჩატარებული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევები რეალურად წაადგება, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, კერძო თუ საჯარო სექტორს, სამთო-გეოლოგიის დარგში მოქმედი სპეციალისტები კი  საშუალებას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.  


როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ აღნიშნა, სამთო-გეოლოგიის დარგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის აღსაზრდელად, სასწავლო პროცესში აუცილებელია თეორიისა და პრაქტიკის მაქსიმალურად დაახლოვება.  


"თეორიულ სწავლებასთან ერთად, აუცილებელია წარმოებასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, რაც მაღალი რანგის სპეციალისტების მომზადების საშუალებას მოგვცემს. დღეს წარმოება უკვე ფეხზე დგება, უკვე გაჩნდა მოთხოვნა სამთო-გეოლოგიის დარგის, უსაფრთხოებისა და გეოდეზიის პროფილის სპეციალისტებზე. საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რიგ წამყვან საწარმოსთან და ამ მხრივ განსაკუთრებულია კომპანია RMG-ი. ვთანამშრომლობთ წიაღის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებთან, სამთო ინსტიტუტთან. შეგვიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ფაქტი, რაც ადასტურებს ჩვენს თანამშრომლობას: სტიპენდიების პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის, სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკა, ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მხარდაჭერა, სახელმძღვანელოების გამოცემა და ა.შ. ამ ეტაპზე, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განახლება სწორედ იმ მიზნით, რომ სასწავლო პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დამსაქმებელთა მოთხოვნები. ეს საშულებას მოგვცემს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მივცეთ, რაც მას რეალურად სჭირდება დასაქმებისთვის", - განაცხადა ანზორ აბშილავამ.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მოდერნიზებული ლაბორატორია უახლესი ტიპის აპარატურით აღიჭურვება, რადგან სტუდენტის სპეციალისტად ჩამოყალიბება ლაბორატორიული მუშაობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება."ბოლო რამდენიმე წელია მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და სამთო-გეოლოგიის დარგით დაინტერესებამ იმატა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 25-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებული სპეციალისტი მუშაობს და მათ შორის ბევრია ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ვფიქრობთ, შორეულ პერსპექტივაში წარმოუდგენელია ქვეყნის მდგრადი განვითარება სამთო-გეოლოგიური დარგის აღორძინების გარეშე", - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


კომპანია RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ ტექნიკურ უნივერსიტეტში "ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიას" და "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს" სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.


"ამ კედლებში ვარ გაზრდილი. ბედნიერი ვარ ნანახით. ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ სამთო საქმის და მუდმივად გვჭირდება ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარება. ვგეგმავთ ინდივიდუალური პროექტების განხორციელებას კონკრეტული წარმატებული სტუდენტებისთვის. RMG-ი კვლავაც გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. დარწმუნებული ვართ, მსგავსი ქმედებებით შესაძლებელია სამთო-გეოლოგიური დარგის გადარჩენა", - აღნიშნა თორნიკე ლიპარტიამ.


კომპანია RMG-ის ხელმძღვანელმა სტუ-ის "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს“ საქართველოს სხვადასხვა საბადოში მოპოვებული რამდენიმე გამორჩეული ნიმუში გადასცა, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სასწავლო ლაბორატორიას კი - ახალი აპარატურა.


"ამდენი წლის შემდეგ, განახლდა მუზეუმი, რომელსაც გასული საუკუნიდან მოყოლებული, ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. ეს ყველაფერი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომ გაეცნონ ამ უნიკალურ ნიმუშებს და შეისწავლონ მათი წარმომავლობა. მრავალი ნიმუშია სასწავლო კოლექციებისთვის. მაგისტრანტები და დოქტორანტები იკვლევენ და უამრავ ნაშრომს აკეთებენ. ლაბორატორიაც ჩვენი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და საგანმანათლებლო-საექსპერტო მიზნებს ემსახურება. ასევე, დიდია დაინტერესება სკოლის მოსწავლეების მხრიდან“, - განაცხადა სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ფოფორაძემ.


ტექნიკური უნივერსიტეტის "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი" ცნობილი მეცნიერისა და გეოლოგის, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებლის, საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებლის კალისტრატე გაბუნიას სახელს ატარებს. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით მოპოვებული ყველა სასარგებლო წიაღისეული და ყველა საბადოს ნიმუში. საერთო ჯამში, დაცულია 3000-მდე ექსპონატი. პირველ დარბაზში გამოფენილია მოსაპირკეთებელი ქვები და მადნეულის ნიმუშები. დანარჩენ დარბაზებში კი კოლექციები საქართველოს რეგიონების მიხედვითაა განთავსებული. გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური საბადოების ნიმუშები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მუზეუმში, ასევე, დაცულია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდებისა და კვლევების ჩასატარებლად განკუთვნილი სასწავლო კოლექციები.




"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მივაღებინოთ კანონი"

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.

 

თამარ ქიტიაშვილი ცირკულარულ მიგრაციაზე: ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩამოსულმა ევროპელმა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს“ , - ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტუაშვილმა „იმედისა“ და „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და საქართველოს მოქალაქეთა ალტერნატიული დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებაზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მომავალი სამი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი

„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ჟურნალისტისთვის შესაძლო მუქარასა და გამოძიებაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიმართ შესაძლო მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შიდა ქართლში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

2019 წლის 9 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება.

ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე საქართველოს ხელისუფლების

„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული მიიღებს იმ ანაზღაურებას, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ

დღეს 18:00 საათზე, ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიციის სპექტრი კვლავ "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებს.

თეა ახვლედიანი: ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებისა და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს

„ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს; ასევე წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილს”,- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ , თეა ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონი“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ ცირკულარულ მიგრაციაზე ისაუბრა.

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა", - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული.

მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია.

თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება

დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება.

გონიოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი ვოლსკი: რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა - „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“

„რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა იქიდან, იმედი აქვთ, იქნებ ვინმე დაშავდეს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს.

 

რუსთავში ხის ფარდული დაიწვა

რუსთავში ხანძრის შედეგად ხის ფარდული დაიწვა. 

ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.