კომპანია გამწვანების პროექტს ეტაპობრივად ახორციელებს. "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანის და აკაციის ხეები დარგეს.
კომპანიის მიერ პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა.
"აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა." – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.