ევროპის საბჭოზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა

ევროკავშირის განცხადებაში ევროკავშირის გენერალურმა მდივანმა, ისაუბრა მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშზე და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას.

ასევე, სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.


ევროკავშირმა მხარდაჭერა დააფიქსირა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტების მიმართ. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მეშვეობით.


აღნიშნულ განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო და ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აღნიშნულია, რომ თავისუფლების გადაადგილებაზე დაწესებულმა უპრეცედენტო შეზღუდვებმა უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხაზგასმულია, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება არის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბოლო ტრაგიკული მაგალითი. ამასთანავე, ევროკავშირი ხაზს უსვამს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.


ევროკავშირმა, ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები, როგორიცაა უკანონო დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებებს და იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდას, ისევე როგორც ზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.


ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნებისა და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო.


ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება

„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია

მეტროსადგურ "ახმეტელის თატრიდან" ვარკეთელის მიმართულებით მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

იტალიაში ზუგდიდის მერის ვიზიტი დასრულდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და გარდაიცვალა ძმა კი, მოიწამლა

თბილისში ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვის გამო და-ძმა მოიწამლა.

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია "საბას" 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი 4 საათს გარგრძელდა.

გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგრამ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით.

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.