სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მისი ჩატარება სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა.


უწყების ცნობით, საქართველოში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმო და ქვეყნის გამოცდილება წარმატებულად შეფასდა.


სამიტი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).


შეხვედრაზე მოხსენები გააკეთეს ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ, ინტერნეტ საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მთავარმა მრჩეველმა ჯეინ კოფინმა, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ არმენ აბროიანმა.


სამიტის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.


მისი თქმით, ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.


ნიკოლოზ ალავიძემ თავის გამოსვლაში საქართველოში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტი ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, ასევე ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში.


მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს, დონორებსა და მონაწილეებს და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხეობებში მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.


მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფელ შატილთან 200 კვტ სიმძლავრის მშენებარე ჰესზე, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეიტანს როგორც რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივ მოსახლეობის ელექტროენერგიით მიწოდებას გააუმჯობესებს.


ამავე დროს, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, აღნიშნული ჰიდროსადგური ხელს შეუწყობს რეგიონში სათემო ინტერნეტ ქსელის მდგრადობას და მისი მეშვეობით ინტერნეტ სერვისების მოსახლეობისთვის უწყვეტად მიწოდებას.


მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. ს


ათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება.


მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა.


„ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ამ ტიპის ქსელები ტურიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ეხმარება ხალხს გაიგონ ევროპის ულამაზესი ადგილების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ.


სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა მონაწილეებმა განიხილეს სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.


ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.