„სხდომაზე განვიხილეთ სხვადასვა საკითხი, გავარჩიეთ, ის რაც მოხდა გასული დღეების განმავლობაში. პრინციპში ეს იყო ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე .ე.წ გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ანუ კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, - განაცხადა კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.