ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

 „ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მითუფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა. მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მისივე თქმით, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფორმირებულ იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.


„ჩვენ ოკუპაციის ფაქტს ვხედავთ, 2008 წელიდან მოყოლებული ამ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ცხადია, პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ეს ცალსახად უნდა ითქვას. ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. ზოგადად, მოსახლეობა იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, არაერთ პირს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, იზოლატორად იქცა. ამით, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობა ზარალდება. თუმცა, ასევე ზარალდება ოსი მოსახლეობაც, რომელიც დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს.წინა დღეების განმავლობაში მე პირადად მქონდა შეხვედრები ეუთოს ადამიანის უფლებების დამცველებთან. ჩვენმა პარტნიორებმა თავიანთი პოზიცია ძალიან ღიად გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, მითუფრო საქმე ეხება ექიმს და მათ უზენაეს ვალდებულებას - პაციენტებს უმკურნალონ ყველა შემთხვევაში და ყველგან. ამის გათვალისწინებით“, - დასძინა  ციხელაშვილმა.


ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზრვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. 


აშშ-ს საელჩო: ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ზოგიერთ მოსამართლეს არ აქვს საუკეთესო კვალიფიკაცია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ პოზიცია დააფიქსირა. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც იმ კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხებოდა, რომლითაც უკვე არჩეული 14 მოსამართლის შეირჩევა მოხდა.

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებასა და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა "ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

გიორგი გახარია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას".

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე: არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლოში

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. 

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა, როდესაც კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს პლენარულ სხდომაზე უვადო მოსამართლეებად აირჩიეს, ფიცი დადეს.

"დარჩენილ დროს გამოსავლის გზებზე ფიქრს მოვახმარ" - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადის. მან შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

ლევან გოგიჩაიშვილი: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო მოვლენაა.

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

ზუგდიდში გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

კობახიძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ

"მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.

ლარი 2.35 თეთრით გამყარდა

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.35 თეთრი შეადგინა.
 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.

პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია

89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

გიორგი მიქაუტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია

85 მომხრე 1 წინააღმდეგი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: მოულოდნელი არ ყოფილა

"არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა",- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მის მიმართ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა.