რაც შეეხება რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას, საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ იქ 1500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ნოემბერს რუსთაველზე უზრუნველყო აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დაახლოებით, 5 500 -მდე ადამიანი იმყოფებოდა. ასევე, აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე. აჭარაში, კერძოდ ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მართლწესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ამ ეტაპისთვის, არავის დაკავება არ მომხდარა. აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძემ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს.