მისი თქმით, ქვეყანაში დესტრუქციის ადგილი არ არის.
"დესტრუქციული ქმედებაა, როდესაც ეროვნულ დროშასა და ევროკავშირის დროშას "სკოჩის" ფუნქციას ანიჭებ. ასევე, დესტრუქციული ქმედებაა, როდესაც პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს ხელით ეხები. დესტრუქცია არის, როდესაც მერაბ ქვარაიაზე, ვინც იყო მსხვერპლი წინა ხელისუფლების და რეპრესიული ქმედებების, ისევ ამ ძალის წარმომადგენლები ცდილობენ რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მინდა მათ მოვუწოდო ყველას, რომ კარგად გაანალიზონ საკუთარი საქციელი",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ის პარლამენტში შესვლის დროს ხელოვნური ბარიერების ატანას არ აპირებს.
"რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, პირადად მე მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ეხება დღეს შშმ პირთა კეთილდღეობას და არის სასწრაფოდ გადასაჭრელი. ჩემთვის თითოეული დღე ამ პროცესში არის ძვირფასი და ღიად მინდა ვთქვა, ღმერთი ნუ წაუწყდება და არავინ გაბედოს, როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებებისა და მოვალეობის შესრულებას წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს, იმიტომ რომ პარლამენტი იცით რომ არის ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე ადამიანებისთვის, ეს იყო ჩვენი ვალდებულება ის გავხადეთ მისაწვდომი და ხელოვნურ ბარიერებს ამ გზაზე მე ვერავისგან ვერ ავიტან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.