"ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოსული ადამიანები დაშალა და კიდევ ერთხელ ცდის საზოგადოებას, გადაყლაპავს თუ არა ამ შეურაცხყოფას. ხალხნო თუ ჩვენ ეს ყველაფერი გადავყლაპეთ, ჩვენ საერთოდ მომავალი აღარ გვექნება. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ადამიანი ყველაფერს გვართმევს. აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც არ უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან. ვისაც არ უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ბიძინა ივანიშვილის შინამეურნეობა, აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 17:00 საათისთვის დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წლის ჭავლი. ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თავისუფალია.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი გუშინდელი საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.