კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

მისივე თქმით, ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.


"გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.


დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა გადაკეტილი ქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.


პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას!" - განაცხადა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 17:00 საათისთვის დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წლის ჭავლი. ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თავისუფალია.


მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტი გუშინდელი საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.


"საპარტნიორო ფონდი" "ვანრიკ აგროს" მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფი "საიდუმლოს" აბსურდულად იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

პარლამენტს უზენაესის მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.