დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე, უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის. ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისის დროს, წინა ხაზზე დგანან და მათი სახეები არ იყო შემთხვევითი. ყველა ტელეკომპანიის გადაცემაში, ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ და სამწუხაროდ წინა ხაზზე. ჩვენ მაჟორიტარებმა, და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული, მაგრამ მე ვფიქრობ - ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ასევე, ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთ კაციანმა და მითუმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები სამალავად. ჩვენ, მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს. ყველას მოვუწოდეთბ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან ოპოზიციას ურჩია მოემზადონ არჩევნებისათვის და დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. „მათ არავინ ზღუდავს და არავინ ბლოკავს მითუმეტეს კი ისე, როგორც ისინი შეეცადნენ დღეს დაებლოკათ პარლამენტი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს ამოცანის მაღალი სიზუსტით შესრულებისთვის.


„მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. პრაქტიკულად, ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ 2012 წლის შემდეგ სწორედ, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა და მით უმეტეს, იმდგვარი, რომელიც პირდაპირ არის სახელმწიფო და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა.


„ექიმებს არ აქვთ საზღვრები. ისინი ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა თუ ეთნოსის გარეშე ემსახურებიან ნებისმიერ პაციენტს. ექიმების უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პაციენტების უფლებების უხეშ დარღვევას. იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაჟა გფრინდაშვილი, რომელთანაც მე უშუალოდ მიმუშავია საოპერაციოში, დაუბრუნდება თავის პროფესიას. პაციენტებს მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ღამის საათებში 17 დეკემბერს  ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

პროკურატურა: გამოძიებას ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს დადებულ ხელშეკრულებებზე კითხვები გააჩნია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოკითხვის მიზნით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ PIA.GE -ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

წალენჯიხაში ქალი ხევში ჩავარდა

წალენჯიხაში, ხევში ჩავარდნილი შუახნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრეზიდენტი ექიმ გაფრინდაშვილის საკითხზე: ყველა ის კონტაქტი გამოვიყენე რაც მქონდა და გამაჩნია 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება და აქედან მინდა მის ოჯახს მხნეობა ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

„საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“,- ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა

"როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში"
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. 

შსს "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ელიზაბეთ რუდი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა.

 

ევროკავშირის ელჩი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ დიალოგი მარტივი იყო 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობს.

არჩილ თალაკვაძე: ერთადერათი რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სამოქალაქო მოძრაობის" კამპანიას - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი"  გამოეხმაურა.

უსუფაშვილი: შეხვედრაზე, ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, "დიახ, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება" 

"დღეს პირველად თქვეს, რომ ცვლილება საჭიროა, თუმცა ამ ცვლილების კონკრეტულ მოდელად ჩვენს შეთავაზებულ არცერთ მოდელზე არ თანხმდებიან", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძე: არგუმენტების გათვალისწინებით მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

"დღევანდელ შეხვედრაზე არგუმენტები წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც მრავალმანდატიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

წულუკიანი: მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

"ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოს ცოტა ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში არსებობს, ვთქვით, რომ საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა მისაღები ვერ იქნება",- ამის შესახებ ვიცე - პრემიერმა იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდზე: მრავალმანდატიან ოლქებზე კატეგორიულ უარზე არიან   

"ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკმაყოფილო არიან იმ სისტემით, რომელიც არსებობს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ბათუმის რივიერაზე "არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავლი" დაფუძნდა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

ექიმ გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა ოკუპირებული ტერიტორიისკენ ბუშტებზე მიბმული თეთრი ხალათი გაუშვეს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა ოკუპირებული ტერიტორიისკენ ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.

ზუგდიდში ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა

ზუგდიდში საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გააკეთეთ

"ყოველი სიტყვა, ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, დასაფიქრებელია, რადგან საზიანოდ შეიძლება მოტრიალდეს",- ამის შესახებ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.