დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალი ინიციატივით გამოდის.

"მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით გთავაზობთ ახალ ინიციატივას:


თანამედროვე მსოფლიოში არ წყდება დისკუსია საარჩევნო სისტემების ავკარგიანობის შესახებ. დემოკრატიული ქვეყნები საარჩევნო სისტემებს, ხშირ შემთხვევაში, ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევენ და დღემდე არც თამამი ექსპერიმენტებისგან იკავებენ თავს.


მიუხედავად იმისა, რომ სამივე ძირითადი საარჩევნო სისტემა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული - თანაბრად დემოკრატიულ და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სისტემებად არის მიჩნეული, მსოფლიო სტატისტიკა მაინც მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ თანამედროვე, ლიბერალური დემოკრატიის აკვნად მიჩნეული ანგლოსაქსური ცივილიზაციის ორივე მექაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს, ისევე, როგორც კონტინენტური ევროპის პიონერ დემოკრატიაში - საფრანგეთის რესპუბლიკაში.


დასავლეთის, კერძოდ კი, ევროპის ტრადიციულ დემოკრატიებში, სადაც პარტიებს მწყობრი, ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმები გააჩნიათ და ამომრჩევლის სეგმენტაციაც ამ პლატფორმებისადმი სიმპათიების საფუძველზე ხდება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, რასაკვირველია, წარმატებით ფუნქციონირებს.


ჩვენს პირობებში კი, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები აქვთ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, - პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან - რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპებისა თუ ხედვის ადამიანი.


ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის დაფუძნების დროს, უპირველეს ყოვლისა, იმ საარჩევნო ტრადიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც სინამდვილეში იზიარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩვენი თანამოქალაქეები.


ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ის უდავო ფაქტი, რომ დღეს დასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის რაიმე არსებითი განსხვავებების მიგნება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისთვის უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა.


საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა. ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ.


მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.


ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა, ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს.


მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც, ცხადია, არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.


სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომელსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.


ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები. ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე, არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება.


ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს.


რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“. ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ეგრედ წოდებული ოფინიონ-მეიქერები, ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ.


ნიშანდობლივია ის გარემოებაც, სრულად მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი ოლქების გაორმაგებისა და, შესაბამისად, ამ ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების რიცხოვნობის განახევრების პირობებში (150 ოლქი 73-ის მაგივრად), არსებითად და ხელშესახებად გაიზრდება და გაუმჯობესდება მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხი, აგრეთვე, მათი საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა. ცხადია, ასეთი მოდელი საგრძნობლად გააძლიერებს და გააქტიურებს, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით, ხალხის მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში.


დაბოლოს, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში", - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.