საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა.


კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.


როგორც აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის როგორც ვაჭრობის განვითარების, ასევე აღნიშნულ ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაჟო პროცედურების გამარტივებას. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს. „საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


კომისიის სხდომის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.


ლევან კობერიძე არჩილ თალაკვაძეს: ნაკლებად ვთხოვოთ მანდატურებს, დეპუტატებს და ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინონ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ბიუროს სხდომაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

გამომძიებელი: ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა“, - ამის შესახებ საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.

ლარი 1.4 თეთრით გაუფასურდა

16 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8787 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8647 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.40 თეთრი შეადგინა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ყოველთვის გაგაძევებენ ცივილიზებული ფორმატიდან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს პატიმრების სისხლში ხელი აქვთ გასვრილი, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, პატიმრების უფლებების დაცვაზე ისაუბრონ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ეს ადამიანები წელიწადში 340-ზე მეტი პატიმრის გარდაცვალებას დუმილით ხვდებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს

ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.

რა იყო შალვა ნათელაშვილის ვაჟის მოსკოვში ვიზიტის მიზეზი?

აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტკური პარტიების საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. გასულ წელს წარმომადგენლობით შეხვედრას რუსეთის ფედერაციამ უმასპინძლა.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა.

ახალი Toyota RAV4 „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს.

"თითს ნუ მიქნევ" - ბიუროს სხდომაზე თინა ბოკუჩავა და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ. 

პროკურორი: „განზრახი დანაშაული სახალხო დამცველის აზრითაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ჩვენ სწორედ განზრახ დანაშაულს ვედავებით ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა.

ბექა დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატს მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი ოპოზიციის ახალ საარჩევნო კანონპროექტზე: ასეთი მოდელი ერაყშიც ვერ ფუნქციონირებს წარმატებულად

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიციის კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი საარჩევნო მოდელი არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ მოქმედებს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

18 დეკემბერს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

სვიმონ ჯანგულაშვილი: გვახარიას ლაიქებსა და აღიარებაზე დახამებულ, პირველხარისხოვან კომპოზიტორ მიკა მდინარაძეს აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში არაფერი შეგვიცვლია

ვისაც ეს პირველხარისხოვანი კომპოზიტორი - მიკა მდინარაძე გყავთ სამეგობროში, აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში ჩვენ არაფერი შეგვიცვლია,- ამის შესახებ სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ერეკლე კუხიანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: თუ ახსნას ითხოვ, რაღას მემიჯნები?!

თბილისის საკერებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას პრეტენზიას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართ.