ამ წუთებში სიტყვით გამოდის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, 25 ნოემბერს აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას განაახლებენ.
"ორშაბათს 19:00 საათზე იქნება მასშტაბური აქცია და მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას. ვერ შევლენ პარლამენტში. თუ შესვლას მოინდომებენ უნდა გაგვწიონ, როგორც გაგვწიეს, მოიყვანონ წყლის მანქანა და 5000 პოლიციელი. სიცოცხლეს გაგიმწარებთ, იქნება მასშტაბური აქცია ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით",- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები ბოლიკრებული ჰქონდათ, რის გამოც დეპუტატები შენობაში შესვლას და მუშობას ვერ ახერხებდნენ. 18 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს და პარლამენტმა მუშაობა განაახლა