კობა ლურსმანაშვილი: "ქართულ ოცნებას" არცერთი პოლიტიკური ძალის წინაშე ვალდებულება არ აუღია და შეთანხმება არ ჰქონია 

"როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო - რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად,  როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს“, - აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „არენა“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია ამასთან, ქვეყანაში წესი, საარჩევნო სისტემა და გარემო ყველასთვის ერთია და მთავარი სიტყვის მთქმელი არის ამომრჩეველი.


„როდესაც პოლიტიკური პარტია აცხადებ, რომ ხარ რეიტინგული და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს იშველიებ, რატომ გაურბიხარ საარჩევნო მარათონს? როგორი წესი და სისტემაც არ უნდა იყოს, იგივე სისტემაში ვმოქმედებთ ჩვენც. ეს იქნება პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული. გარემო ყველასთვის ერთია და მთავარი სიტყვის მთქმელი არის ამომრჩეველი, რომელიც გადაანაწილებს თავის ხმებს და შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში მოხვდებიან ამ ხმების გადანაწილების შესაბამისად“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


მისი თქმით, საზოგადოების განწყობები, არჩევნების გზით, აბსოლუტურად, იქნება გამოხატული დემოკრატიულ და კარგად ორგანიზებულ საარჩევნო პროცესის დროს.


როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დეკლარირება, ეს შეასრულა კიდეც და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.


„როდესაც პარტიის ლიდერმა გააკეთა განცხადება - მან საზოგადოებას მიმართა. "ქართულ ოცნებამდე" პრაქტიკულად ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში კონსტიტუციურად ვერ დააკანონა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ინიციატივა, რომელიც მაშინ სადისკუსიოდ გაიხსნა ცხადია, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვა მოხდა. ჩვენ დღესაც მზად ვართ გაიხსნას დისკუსია თუნდაც, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. როდესაც შერეულ სისტემაზე ვსაუბრობთ, ანუ ფორმატი რომელიც ახლა მოქმედებს, ეს უფრო მეტად დახვეწილი ფორმატია, ვიდრე 2012 წელს მოქმედებდა საარჩევნო სისტემა, რომელ სისტემაშიც და რომელი რეგულაციებითაც "ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად დომინანტი იყო მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


მისი თქმით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ოპოზიცია დარჩება აბსოლუტურად წაგებული.


„ისინი ამბობენ, რომ არიან მაღალრეიტინგულები. მე ვარ 51-ე ოლქის მაჟორიტარი, როგორც დღეს იქნა წარმოჩენილი ყველაზე რეიტინგული არის დავით ბაქრაძე. ყველაზე რეიტინგული პარტიის ლიდერს, ბაქრაძეს, ბოკერიას გეპატიჟებით, ჩამოდით ხარაგაულში, იყარეთ კენჭი, ჩვენივე სამაჟორიტარო ოლქში დაგვამარცხეთ ჩვენ და მერე ათამაშეთ მუსკულები.


საარჩევნო სისტემაში მოექეცით, კანონმდებლობის სრული დაცვით. მობრძანდით, მოსინჯეთ თქვენი ძალები, მაგრამ როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ. ეს სისტემა მათთვის არის დამანგრეველი ისევე, როგორც სხვა სისტემებში ისინი დარჩებიან აბსოლუტურად წაგებულები, ერთადერთი იმედი პროპორციულ სისტემაში არის ის, რომ გაურკვევლად, ისე რომ ამომრჩეველმა არ იცოდეს ის ხმები რომლის მობილიზებას ახერხებენ - მიიწებონ და რამდენიმე კაცით დასხდნენ პარლამენტში. ქვეყანას ურევენ იმის გამო რომ რამდენიმე სკამი და მანდატი მიიღონ პარლამენტში. გზა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ გადის საარჩევნო მარათონზე და არა იმ ქმედებებზე რომლითაც არიან გამორჩეულები. ის გზა მათ პარლამენტში არ მიიყვანს“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


მდინარაძე: უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომლის მიხედვითაც შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება 

"2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება", -ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ახალი კანდიდატები ვეღარ უნდა შეარჩიოს" - ეკა ბესელია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

კრემლს რუსებზე მეტად აფრიკელები უყვარს?

რა ღირს გზა მადაგასკარიდან ცხინვალამდე და უკან?

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა დროსაც ერთმანთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ახალგაზრდა მკაცი მძიმედ დაშავდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა 

2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი.

კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეჟისორ გოგა ხაინდრავას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა.

შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღვინის ექსპერტი: გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

გიორგი გახარია: უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს "ტვიტერში" გამოეხმაურა.

 

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის -"საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" დახურვას დაესწრო.

სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები  გამოავლინეს. 

EXCLUSIVE 20 აქსისში - განსაკუთრებული შეთავაზება საახალწლოდ დეველოპერული კომპანია „აქსისისგან“

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ საახალწლო, განსაკუთრებული შეთავაზება: მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

კვადროციკლების იმპორტირებისას საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 3 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.  

 

შსს-მ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.