ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, ინფლაცია დღეს 6.9 პროცენტია და ის არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს 7 პროცენტსაც მიუახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა პრევენციაზე უნდა იმუშაოს.


„ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ნომერ პირველი საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ, ეს ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე, საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სხვა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული, ლარი კურსი და ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იქნას დათრგუნული. ეს არის ეროვნული ბანკის ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა კოვზანაძემ.


ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18-გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

წყარო: interpressnews.ge

მდინარაძე: უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომლის მიხედვითაც შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება 

"2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება", -ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ახალი კანდიდატები ვეღარ უნდა შეარჩიოს" - ეკა ბესელია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

კრემლს რუსებზე მეტად აფრიკელები უყვარს?

რა ღირს გზა მადაგასკარიდან ცხინვალამდე და უკან?

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა დროსაც ერთმანთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ახალგაზრდა მკაცი მძიმედ დაშავდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა 

2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი.

კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეჟისორ გოგა ხაინდრავას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა.

შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღვინის ექსპერტი: გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

გიორგი გახარია: უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს "ტვიტერში" გამოეხმაურა.

 

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის -"საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" დახურვას დაესწრო.

სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები  გამოავლინეს. 

EXCLUSIVE 20 აქსისში - განსაკუთრებული შეთავაზება საახალწლოდ დეველოპერული კომპანია „აქსისისგან“

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ საახალწლო, განსაკუთრებული შეთავაზება: მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

კვადროციკლების იმპორტირებისას საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 3 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.  

 

შსს-მ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.