გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

„მაჟორიტარ დეპუტატებს ახალი ინიციატივის დარეგისტრირება სურთ. პარალელურად მოჰყავთ იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ყველაზე დემოკრატიულ ცივილიზებულ ქვეყნებად მიიჩნევიან და მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა აქვთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები“, - ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მაჟორიტარები იწყებენ მოწოდებებს საკითხის შინაარსობრივ განხილვაზე აქცენტის გასაკეთებლად.

„დღეს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ კაბინეტში შეხვდა მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილს. კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე - დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ერთად მიმართონ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს, რათა ფორმალურად დაიწყონ პროცესი რეგიონებში ხელმოწერების შესაგროვებლად მათი ინიციატივის მხარდასაჭერად.

ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას. დიმიტრი ხუნდაძე იყო ლიდერი და ინიციატორი 40-მდე მაჟორიტარი დეპუტატის პროტესტისა, როდესაც მათ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული დაპირების შესრულებაზე, მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილება და ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით.

დიმიტრი ხუნდაძემ შეძლო საკმარისი მხარდაჭერების მოგროვება საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად, შემდეგ საუბარი გადაიტანა იმ საფრთხეებსა და შიშებზე, რასაც შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო სისტემის დღესვე ცვლილება, დღეს კი საუბარი დაიწყო საპირისპირო ცვლილების ინიცირებაზე. ნაცვლად სრულად პროპორციული სისტემისა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად.

მიმდინარე პროცესში ხშირად ისმის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა, მთავრობის მომხრეებს დასტურად მოჰყავთ ქუჩის პროტესტის ჩავარდნა, როცა პარლამენტის შენობის ბლოკირებისას ოპოზიციონერებმა მხოლოდ საკუთარი აქტივისტების მობილიზება შეძლეს, საუბრობენ ცვლილების საფრთხეებზე, ხოლო ოპოზიცია საუბრობს შეუსრულებელ დაპირებაზე, რაც გასცა „ქართულმა ოცნებამ“, და იმედგაცრუებაზე, რამაც გამოიწვია „ოცნების“ დატოვება რამდენიმე თვალსაჩინო დეპუტატის მიერ“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ

"სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ თავისუფლად და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად",-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

„შეცდომა მოუვიდა „მთავარს“, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს“ - ვინ არის ბელა ტლაშაძე და რას ჰყვება მისი სიძე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“?

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე: პოლიტიკურ დევნაზე ვერ ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "ქართულ ჩაი" მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ.

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი 1 წლიანი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ბილტმორთან" საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

"ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს.

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.