არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია აღნიშნული,  მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.  


„სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.   კერძოდ:


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროვებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია, სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა  დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო. 


საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა.


 ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლადმ, ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად.


პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად, ერთ საქმეში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი.


აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებაში მონაწილე არც ერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა. 


მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად.


გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ.  საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არ არსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა: გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა  12 დღე, ბექა ბასილაია - პატიმრობა 13 დღე, ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა 12 დღე, ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა 7 დღე, ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა  4 დღე, დავით მჟავანაძე - პატიმრობა  4 დღე, ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა 13 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა 3 დღე, გიორგი ბუნტური - პატიმრობა 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა 5 დღე, პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა, გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა.


 


 


 


 


ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

კვიპროსში მშენებლობაზე 25 წლის საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლამასოლში მშენებლობაზე 25 წლის ზუგდიდელი ლევან ჯახია დაშავდა.

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილი: გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა, იდოს თაროზე, მოვა დრო და მტვერი გადაიწმინდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათასობით ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სამადლობელო გზავნილი ჩავუშოღლუს მისამართით, რომელიც მან „Twitter“-ის საშუალებით გაავრცელა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში მკვლელობა მოხდა. 

საქართველოს საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ 

"ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში 24 იანვარს მომხდარ საზარელ მიწისძვრას ეხმაურება.