მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს ეკატერინე დგებუაძე, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში. მინისტრის მოადგილე გახდება ასევე ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად დარჩებიან ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.