ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით,  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ., 0,1698გრ., 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ.  მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა.


ასევე, დადასტურდა, რომ  ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ. და 0,14 გრ. „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს  250-250 ლარად გაასაღა. 


უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ.  


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც  ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.  


სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1-ელ მარტს ქ.თბილისში  დააკავეს. 


ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  1-ლი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს  260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში  და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 


2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატების დოკუმენტაცია შეისწავლა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი შარვაშიძე: სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება  საჯარო დოკუმენტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსმა" 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსით" კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 500-მდე დაავადებულია.

ამერიკელი კონგრესმენები: "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას

ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას.

ამერიკელი კონგრესმენები: ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ",-ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

თსუ-ს რექტორი: ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებები დარღვეულია, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

დღეს გამართულ სხდომაზე საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

რევოლუციური ტექნოლოგიის შემქმნელი ამერიკელი მეცნიერი საქართველოს მომავალზე მამუკა ბახტაძესთან საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეწარმე და კარდანო ბლოქჩეინის შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მამა ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

"მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა, რადგან დოკუმენტი მისი ხელმოწერით იყო",-ამის შესახებ PIA.GE -ს მამა ანდრია სარიამ მღვდელლმოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა 

მამა ანდრია სარია PIA.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მას მღვდელმსახურებების შეჩერებით დაემუქრა.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.